Ხახვის ჩაი – ახდენს ნაწლავის ფუნქციონირების ნორმალიზებას და ხსნის ნახველს

1390

Ხახვის ჩაი – ახდენს ნაწლავის ფუნქციონირების ნორმალიზებას და ხსნის ნახველს

ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ყველა დროის მკურნალები ხახვს ვირუსებთან და ინფექციებთან საბრძოლველ უებარ საშუალებად მიიჩნევდნენ.

ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს.

ხახვის შემადგენლობაშია ასევე A, В ჯგუფის, PP, C ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, კაროტინი, სპილენძი, რკინა და თუთია. ეს ყველაფერი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლისუნარიანობას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

ვიტამინების გარდა, ხახვში მრავალი სასარგებლო მინერალი შედის, ასევე მჟავები, მათ შორის, ასკორბინის მჟავა. მისი უკმარისობა შეიძლება გახდეს ანემიის, სურავანდის, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების მიზეზი. ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მიღება. ფიტონციდები ხახვის შემადგენლობაში ელვისებურად კლავს სხვადასხვა მიკრობსა და სოკოს, ამის წყალობით, ის ხელს უწყობს ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას.

არსებობს რეცეპტი სახელწოდებით “ხახვის ჩაი”. ხახვი ხომ უამრავ ვიტამინს შეიცავს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება, მაგრამ მისი  გემოს გამო იშვიათად ვჭამთ მას.

რეცეფტისთვის  დაგჭირდებათ:
-1 ხახვი
-200 გრ მოდუღებული ჩაი

დანამატი, როგორიცაა ბუნებრივი თაფლი ან პიტნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩაის გემოს გასაუმჯობესებლად.

1.გააცალეთ კანი ხახვს.
2. ჩაჭერით ხახვი ჯვარედინად, მაგრამ არა მთლიანად, რომ არ დაიშალოს
3. მოათავსეთ ხახვი ჭიქა ცხელ ჩაიში და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
4. დალიეთ სასმელი, როდესაც ნაწლავებში დისკომფორტის შეგრძნებაა.

ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მუცლის ტკივილის მოშორებას, ნაწლავების მუშაობის დარღვევის აღდგენას და შესაძლებელს გახდის განავლის ნორმალიზებას. ეს სასმელი გამოდგება როგორც ბრონქიტის პროფილაქტიკური საშუალება.

ხახვი ხელს შეუწყობს ხველის შერბილებას და ხელს შეუწყობს ფლეგმის გადინებას. თუ ამ ჩაის ღამით დალევთ, თქვენი ნერვული სისტემა დამშვიდდება და შეგიძლიათ მშვენივრად დაისვენოთ, დაივიწყეთ უძილობა.

რეკომენდებულია ხახვის ჩაის დალევა ერთჯერადად თითო ჭიქა ძილის წინ 6-7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა შეისვენოთ მცირე ხნით. საინტერესო ფაქტი: ჩაის ჭიქაში ხახვი ყოველთვის თავდაყირა დგება.

Facebook კომენტარები