დაფნის ფოთლის წარმოუდგენელი სარგებელი და გამოყენება

1385

დაფნის ფოთლის წარმოუდგენელი სარგებელი და გამოყენება

დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს.

დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.

დაფნის ფოთლის შემადგენლობაშია: ვიტამინები – A, C, B, PP, სელენი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი და სხვა.
ასევე, ის შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს.

დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაში ეხმარება, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.

თუ ბავშვს დაძინება უჭირს, დაფნის ფოთოლი ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ მოქმედებს — შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ. ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

დაფნის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად.

დაფნა კარგი შაქრის დამწევი საშუალებაა დიაბეტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რევმატოიდული ართრიტისას, არის ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.

გასათვალისწინებელია, რომ დაფნის ფოთლის ნაყენი ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ისეთი ძლიერი საშუალებაა, რომ, შესაძლოა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, რადგან მარილთან ერთად კენჭებიც გამოდევნოს.

ასევე, დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა არარეკომენდებულია კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.

დაფნის ფოთოლი არის სასუნთქი გზების მასტიმულირებელი საშუალება და შეუძლია გაწმინდოს ფილტვებიდან ლორწო. დაფნის ფოთლებით სასუნთქი სისტემის განკურნების საუკეთესო გზაა მისი არომატის ჩასუნთქვა წვის დროს. ასევე შეგიძლიათ მკერდის მასაჟი დაფნის ფოთლის ზეთით, ალერგიისა და ასთმის სამკურნალოდ.

ქერტლის მოსაშორებლად, დაფნის დაქუცმაცებულ ფოთლებს შეურიეთ ჟოჟობას ზეთი. შეიზილეთ თბილი საყოფაცხოვრებო საშუალება თქვენს სკალპში, გადაიხვიეთ პირსახოცი თავზე და ასე იყავით 60 წუთის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივ შამპუნს დაფნის ფოთლის ზეთის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ ქერტლის წინააღმდეგ.

 

Facebook კომენტარები