რადიკულიტის მკუნალობა ხალხური მედიცინის დახმარებით

484

რადიკულიტის მკუნალობა ხალხური მედიცინის დახმარებით

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.

სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.

რადიკულიტის მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.
ჯერ კიდევ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, რა შეიძლება ჩაითვალოს რადიკულიტის უშუალო მიზეზად.

სიმპტომები და მიმდინარეობა

რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;

გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

ნიორი.

3–4 დიდი თავი ნიორი ქვაბში მოათავსეთ და 0,5 ლიტრი წყალი დაასხით. 30–40 წამი ადუღეთ. მოხარშულ ნიორს კანი გააცალეთ და ფაფად აქციეთ. ნარევი ქსოვილში გაახვიეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. კომპრესზე ჯერ პოლიეთილენი დაიფარეთ, ზემოდან შარფი. შეგიძლიათ კომპრესი სხეულზე ბინტით დააფიქსიროთ. სახვევი მთელი დღე გქონდეთ. ღამით კომპრესი მოიხსენით.

შავი ბოლოკი.

ბოლოკი გაასუფთავეთ და გახეხეთ. შემდეგ ემალის ჭურჭელში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ. მზესუმზირის ზეთში დასველებულ ტილოს ქსოვილზე ცხელი ბოლოკის ფენა მოათავსეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. გაიჩერეთ მანამ, სანამ მოთმინება გეყოფათ. პროცედურა დღეგამოშვებით გაიმეორეთ.

ალოეს ნაყენი.

ეს საშუალება მეტად ეფექტურია. აიღეთ 3–5 წლის დაახლოებით 400 გრამი ალოე (გამოყენების წინ მცენარე 4–5 დღე არ მორწყოთ). ალოეს ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 600 გრამი მაისის თაფლი და ამდენივე მაგარი ღვინო დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და გრილ ადგილას 5 დღე დადგით. პირველი ხუთი დღის განმავლობაში 1 ჩაის კოვზი ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ, მომდევნო 2–4 კვირაში თითო სუფრის კოვზი გამოიყენეთ.

ღანძილის ნაყენი.

მტკივნეული ადგილი ღანძილის ნაყენით დაიზილეთ. სამლიტრიანი ქილა პირამდე ღანძილით აავსეთ და სპირტი დაასხით. ქილა ბნელ, გრილ ადგილას 1 თვე დადგით. შემდეგ გაწურეთ და მინის ბოთლში გადაიტანეთ. მაცივარში შეინახეთ.

ცხვრის შალი.

ძალიან კარგად ეხმარება ნატურალური შალის ქსოვილი. ერთი საათი წინასწარ მარილიან ხსნარში დაალბეთ და ამის შემდეგ გააშრეთ. მტკივნეული ადგილი ამ შალის ქსოვილით შეიხვიეთ და სახვევი მთელი ერთი დღე–ღამე გქონდეთ.

 

Facebook კომენტარები