50 წლის ასაკში კანი ისევ მკვრივი და ბზინვარეა ამ ნიღბების წყალობით

2640
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

50 წლის ასაკში კანი ისევ მკვრივი და ბზინვარეა ამ ნიღბების წყალობით

შეუძლებელია დროის უკან დაბრუნება, ისევე როგორც სიბერის პროცესის შეჩერება. მაგრამ შესაძლებელია მისი შენელება!

ქალბატონები მუდმივად წერენ სახის კანის სახლის პირობებში გაახალგაზრდავების  ახალ საშუალებებზე, და დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ.

თქვენ ალბათ, იცით, რაოდენ სასარგებლოა ხაჭოს მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის, ზოგიერთები იწრმუნებიან, რომ იგი სიმსივნის განკურნებასაც ეხმარება.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები ეფექტურობით იგი შეიძლება გამოვიყენოთ სახლის კოსმეტოლოგიაში.  თუ თქვენ  ხართ კანის მოვლის ნატურალური საშუალებების მოყვარული, ეს საშუალება თქვენთვისაა!

ხაჭოს ნიღაბი

ხაჭოს ნიღაბი თავისი აქტიური ინგრედიენტების ხარჯზე აღიავებს სახის ფერს, ამიტომაც იქმნება ლიფტინგისა და გაახალგაზრდავების ეფექტი. კანი შეიძენს ჯანმრთელ იერსახეს, ნაოჭები ალაგდება, და  რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით!

 დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. ხაჭო
  • 2 ს.კ. რძე
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

მომზადება

შეურიეთ ყველა კომპონენტი ბლენდერში. ლიმონის წვენი უნდა იყოს ახალდაწურული, რათა მიიღოთ სრულფასოვანი მათეთრებელი ეფექტი.

მიღებული მასა დაიტანე სუფთა სახეზე, დაიტოვე 15-20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანე ნიღაბი თბილი წყლით.

თუ გააორმაგებთ ინგრედიენტების რაოდენობას, შესაძლებელია ნიღბის დეკოლტის ზონაზე დატანაც. ეფექტი შესანიშნავია!

ხაჭოს ნიღაბი თვალებს ირგვლივ კანისთვის

თვალებს ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტტომაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ხაჭოსგან შეგიძლია მოამზადო მშვენიერი კრემ-ნიღაბი, რომელიც დაგეხმარება ნაოჭების ალაგებაში და არ ავნებს მგრძნობიარე ზონას.

შენ დაგჭირდება

  • 1 ს.კ. ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ს.კ. რძე ან ნაღები

მომზადება

კვერცხის გული შეურიე ხაჭოს. დაამატე ნარევში გამთბარი ზეთი და საგულდაგულოდ მოურიე.

შემდეგ დაამატე ნაღები ან რძე, კვლავ მოურიე. შენი ნიღაბი მზადაა.

დაიტანე ნიღაბი თვალებს ირგვლივ კანზე 15-20 წუთი. ჩამოიბანე თბილი წყლით. საუკეთესო ეფექტისტვის შეგიძლია გვირილის ნაყენით ჩამობანვა.

ხაჭო - სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. იგი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს: გამოიყოფა კოლაგენი ქსოვილებში, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა.

ხაჭოში შემავალი ვიტამინები აახალგაზრდავებს კანს, ხსნის ანთებას, აუმჯობესებს სახის ტონს, აღადგენს კანის ქსოვილებს და იცავს ასაკობრივი ცვლილებებისგან.

ბუნებრივობა - ხაჭოს ნიღბის მთავარი დადებითი მხარეა. მისი რეგულარული გამოყენებით შესაძლებელია შესანიშნავი ეფექტის მიღება. აი, მხოლოდ აუცილებელია ზოგიერთი წესის დაცვა.

ყველაზე მთავარი წესი - საშუალებების რეგულარული გამოყენება. ნიღბები უნდა გაიკეთო კვირაში ერთხელდა გაიმეორე მინიმუმ 6-8 პროცედურა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ხაჭოს სწორად შერჩევა, კანის ტიპიდან გამომდინარე. მშრალი კიანისთვის უმჯობესია უფრო ცხიმიანი ხაჭო, ნორმალური და კომბინირებულისთვის - საშუალო პროცენტობის ხაჭო გამოდგება, ცხიმიანი კანისთვის კი უცხიმო პროდუქტი.

frenis kompensacia
frenis kompensacia