გაინტერესებთ როგორ შეძლებთ სახლში წამწამების აპრეხვას?
წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არაა. კოსმეტოლოგები ამას დამხვევს უწოდებენ და მის ხშირად გამოყენებას არ გვირჩევენ.
საქმე იმაშია, რომ ყველაზე პროფესიონალურ ასაპრეხ ხელსაწყოსაც წამწამების გადაკეცვა შეუძლია, რაც თავად ოსტატის უნარსა და მოწყობილობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ წამწამებმა გაიშვიათება დაიწყო, დაგრძელების გაკეთება გადავწყვიტე. ეფექტი 3 კვირა გაგრძელდა.
საბოლოოდ, ყველაზე ჩვეულებრივმა ჩაის კოვზმა მიშველა. დედამ მიამბო, თუ როგორ ცვლიდა სილამაზის პროცედურებს კოვზით დაქალებთან ერთად. იდეალური აპრეხა დაგრძელების და ასაპრეხი ხელსაწყოს გარეშე, რომელიც მთელი დღე ძლებს. განა ეს ოცნება არაა? ცდა გადავწყვიტე.
- სუფთა კოვზით აიღეთ. რაიმეთი დაამუშავეთ. კოვზი მცირე ზომის უნდა იყოს, მაგალითად, ჩაის კოვზი.
- ცხელ წყალში ჩადეთ და რამდენიმე წამით გააჩერეთ. შემდეგ პირსახოცით გაამშრალეთ. კოვზი ჯერ კიდევ თბილი იქნება.
- კოვზი ამობურცული მხრიდან ზედა ქუთუთოზე ისე დაიდეთ, რომ მისი გვერდი წამწამების ზრდის ხაზზე მთავრდებოდეს.
- თითებით წამწამები კოვზზე მჭიდროდ დაიდეთ და 30 წამით გაიჩერეთ.
ესეც ასე! იდეალური ხაზები და არანაირი დამატებითი ხარჯი. გაითვალისწინეთ: პირველად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, გაწაფვას დრო უნდა. შესაძლოა წყლის გაცხელება და კოვზის რამდენჯერმე დადება მოგიწიოთ.
მნიშვნელოვანი ნიუანსი: აპრეხის შემდეგ წამწამებზე ტუში წაისვით. ასე ეფექტს დააფიქსირებთ და მთელი დღე მიმზიდველ მზერას მიიღებთ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.