ბოსტნეულისგან გაკეთებული ეს საჭმელი ხორცისმოყვარულთა გულებსაც კი დაიპყრობს!

994

ყვავილოვანი კომბოსტო – ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი დაუფასებელი პროდუქტია. ზედმეტი დანამატების გამო, ზოგჯერ მის უნიკალურ გემოს ვერ ვიგებთ. ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ სხვადასხვა გზით დაამზადოთ: მოხარშოთ, მოშუშოთ, შეწვათ კიდეც.

დღეს შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ საჭმელს, რომელშიც ყვავილოვანი კომბოსტო დიდ როლს თამაშობს.

ინგრედიენტები:

• ყვავილოვანი კომბოსტო – 1 კგ.
• ტომატი ან დაჭრილი ახალი პომიდორი – 450 გრამი
• ხახვი – ½ თავი
• წითელი წიწაკა – ცოტაოდენი
• ნიორი – 3თავი
• ზეითუნის ზეთი – 50 გრამი
• მაგარი ყველი – 240 მლ
• შაქარი – ½ ჩ/კ
• მარილი, პილპილი – გემოვნებით.
• ოხრახუში – 1 ჩ/კ

მომზადება:

1. საცხობზე დადეთ ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი (რგოლებად დაჭრილი), წვრილად დაჭრილი ნიორი და დაჭრილი წიწაკა. გადაუსვით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ მარილი და პილპილი.

2. აცხვეთ 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.

3. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ ეს ყველაფერი, დაასხით ტომატი და მოაყარეთ მაგარი ყველი ოხრახუშთან ერთად.

4. შედგით ისევ ღუმელში და კვლავ 20 წუთი აცხვეთ 175 გრადუს ცელსიუსზე. 5 წუთი გააციეთ. შეგიძლიათ მიირთვათ!

frenis kompensacia
frenis kompensacia