ზამთარში ხველა და გაციება ძალიან ხშირია და ამ დროს ადამიანები დიდი რაოდენობით იღებენ მედიკამენტებს. ხველის დროს კი სულაც არაა საჭირო წამალი დალიოთ რადგან ეს რეცეპტი ყველაზე გამოცდილი და ეფექტურია.
მომზადების წესი:
1/2 ჭიქა შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და 1/2 ჭიქა წყალი დაასხით, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, ამის შემდეგ 1 ს/კ თაფლი, რაც ანტიბაქტერიული საშუალებაა და ყელის ტკივილზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ნაზავს დაუმატეთ 1/2 ჩ/კ დაფქული კოჭა. 1/4 ჩ/კ დანაყული მიხაკი. აადუღეთ ნაზავი და როცა კარგად ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს გააგრილეთ ნაზავი 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჟარონაზე დაფენილ საცხობ ქაღალდზე ცოტ-ცოტა დაასხით, 20 წუთი აცადეთ, რომ გაცივდეს და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
ყელის ტკივილის შემთხვევაში 1 ან 2 ცალი შეგიძლიათ თბილ წყალში ჩაყაროთ და ნაყენი მიირთვათ.