ახლა გაგიმხელთ ჩემს საიდუმლო რეცეპტს, რომელსაც დიდხანს ვმალავდი - დროა ყველამ გაიგოს
გაგანდობთ ჩემს „საფირმო“ რეცეპტს. ეს არის მწარე წითელი წიწაკის ნაყენი, რომელსაც ვიყენებ სხვადასხვა შემთხვევაში:
მადის გასაძლიერებლად; მსუბუქი მოწამვლის დროს, თუ საკვებმა მაწყინა; თმის ცვენისას (თმაში შესაზელად); სახსრების დასაზელად (ტეხისას).
ნაყენი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:
წვრილად დაჭერით 50 გ მწარე წიწაკა და დაასხით 0,5 ლიტრი 70%-იანი სამედიცინო
სპირტი ან არაყი. დააყენეთ 10 დღით, დროდადრო ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. 10-20 წვეთ ნაყენს დაასხით ცოტაოდენი წყალი და მიიღეთ ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.
გაითვალისწინეთ:
კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება!
შესაზელად ნაყენი ასე მზადდება:
წმინდად დაფქულ წიწაკას შეურიეთ მცენარეული ზეთი (2 მლ ზეთი 1 გ წიწაკაზე). ეს ნარევი დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ სახსრების ანთების, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს.
ამ ზეთის მიღება შეიძლება შინაგანადაც, როცა საჭმლის მონელება დუნეა. დოზა ასეთია: 10-20 წვეთი ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.
რაც შეეხება ტკბილი (ბულგარული) წიწაკის
წვენს, მას ჩემი მეუღლე სახეზე პიგმენტური ლაქების გასაქრობად იყენებს:
წურავს წვენს, ურევს მას იმავე ოდენობის სტაფილოს წვენს და მიღებული ნარევით იწმენდს სახეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.
საერთოდ, მე დიდი ხანია დავასკვენი, რომ ყველაფერი, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და ვამზადებით, საოცრად მარგებელია.
აუცილებლად სანახავი:ვარიკოზული ვენების მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.