რა საჭიროა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა აფთიაქში, როცა სახლში მომზადებაც შესაძლებელია ?
მრავალი დაავადება რომ ნერვებიდან იღებს სათავეს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ როგორ უნდა დავიწყნაროთ გაღიზიანებული ნერვები, ბევრმა არ იცის.
ჩემ მეუღლეს საშინელი ნევროზი ჰქონდა. ასაკთან ერთად ხასიათი უფრო
და უფრო უფუჭდებოდა. ნებისმიერ წვრილმანს შეეძლო მისი წყობილებიდან გამოყვანა სულ იმის მეშინოდა, წნევას არ დაერტყა ან გული არ გასკდომოდა.
არავითარი შეგონება, რომ ნერვების აყოლით თავს სამარის კარამდე მიიყვანდა, მასზე არ ჭრიდა. მისი მუდმივი ისტერიკების გადამკიდეს თავადაც გამიფუჭდა ხასიათი.
ერთ დღეს ჩემი გასაჭირი შორეულ ნათესავს შევჩივლე, რომელიც ექთანია და მკურნალობის ხალხურ მეთოდებსაც შე-
სანიშნავად იცნობს. მისი რჩევით გადავწყვიტე, მეუღლისთვის შავბალახას წვენი მიმეცა.
ახალგამოწურული წვენი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აძლიერებს გულს და აღადგენს ძალებს.
– ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ახალმოკრეფილი მცენარე და გამოწურეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
თუ წვენის შენახვა გსურთ, ახალგამოწურულს დაამატეთ სამედიცინო სპირტი (თანაფარდობით 2:3) და მაცივარში შედგით, 40-50 წვეთი გააზავეთ ცოტაოდენ წყალში და ისე მიიღეთ.
ყოველ ზაფხულს მკურნალობის კურსს მეუღლესთან ერთად თავადაც
ვიტარებ. ნერვები ორივეს რკინისა გაგვიხდა. ასე რომ, ყველას, ვისაც ნერვები ღალატობს, ვურჩევ, ამ რეცეპტით ისარგებლოს. არანაკლებ ეფექტურია ხმელი შავბალახას ნახარშიც.
აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.