გსურთ მთელი ცხოვრება ბუასილის გარეშე გაატაროთ? : ყველაზე ეფექტური ნახარშები და კომპრესები
მცენარე - ქერიფქლა (მულეინი). მზადდება მარტივად. მცენარის ახალი ან გამხმარი ყვავილი იხარშება და ჩაის სახით მიიღება დღეში სამჯერ.
ეფექტი უნდა გამოვლინდეს უკვე შვიდი დღის შემდეგ. ბუასილის დროს აუცილებელია სწორად შეარჩიოთ სკამი, მოერიდოთ შეკრულობას და დიარეას. კუჭის კარგი მოქმედებისთვის შეიძლება რძის შრატის გამოყენება.
კომპრესები
ბუასილის მკურნალობისას ხალხურ მედიცინაში იყენებენ კომპრესებს. მაგალითად გახეხილი კარტოფილის:
გარე ბუასილი
გახეხილ კარტოფილს ახვევენ სუფთა ნაჭერში და იდებენ დაზიანებულ არეზე 10-15 წუთით. ეს ბოსტნეული კარგად ხსნის წვას, ტკივილს და სხვა მსგავს სიმპტომებს. პაციენტი შვებას პირველივე გამოყენების შემდეგ გრძნობს. ინფექციის თავიდან არიდების მიზნით სასურველია დაზიანებული უბანი კომპრესის დადებამდე კარგად ჩამოვიბანოთ.
შიდა ბუასილი
ასეთ დროს კარტოფილს სხვა სახით იყენებენ. მას ჭრიან ისეთი ფორმით, რომ მოთავსდეს ანუსის ხვრელში და შემდეგ ადვილი იყოს მისი გამოღება.
კიდევ ერთი საშუალებაა ქაცვის ზეთი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ორსულობის დროსაც, როცა სხვა პრეპარატების გამოყენება აკრძალულია.
ბუასილის სამკურნალო ნახარშები
კარგი შედეგები აჩვენა შემდეგი მცენარეები ნახარშებმა:
ჭინჭარი - კარგია, როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკისთვის. 1 ს.კ. გამომშრალ ნედლეულს ესხმევა 250 მლ. ადუღებული წყალი და ყენდება დახურულ ჭურჭელში. გაციების შემდეგ ნაყენი მიიღება დღეში სამჯერ ჭიქის ¼.
ფშნის ეკალი (ფესვები)
მცენარე აწესრიგებს კუჭნაწლავის მოქმედებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი. ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა 30 გ. დაფქული ფესვი და 1 ლ. წყალი. ადუღებენ მანამ სანამ წყალი განახევრდება, აციებენ და წურავენ. მიიღება დღეში სამჯერ ჭამის წინ ჭიქის მეოთხედი.
კურსის ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. ტრადიციულ მედიცინაში ფშნის ეკალი გამოიყენება როგორც ძირითადი ინგრედიენტი, პრეპარატებში, რომლებიც განკუთვნილია ბუასილის, სწორნაწლავის ბზარების და ქრონიკული შეკრულობის სამკურნალოდ.
სამკურნალო ნაყენები და აბაზანები
კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს მცენარეს - ბოსტნის წალიკას. მისი მოქმედება სხვადასხვაგვარია:
- კუჭის ამშლელი.
- სისხლდენის შემაჩერებელი.
- გამაყუჩებელი.
- ანთების საწინააღმდეგო.
ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 1 ს.კ. ბალახი და 1 ჭიქა წყალი. ნაზავმა უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე 15 წუთი, შემდეგ დაყენდეს 2 საათის განმავლობაში და გადაიწუროს. ნაყენი გამოიყენება სხვადასხვა სახით:
დალევა. 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსის ხანგრძლივობა 1-3 კვირა.
აბაზანა. თბილ წყალში ემატება 1 ს.კ ნაყენი და აბაზანა მიიღება 10 წუთის განმავლობაში.
შინდის გამოყენება ბუასილის დროს
საჭიროა დღეში 3 ს.კ. შინდი. დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს.კ., შუადღეს 2 ჩ.კ. და საღამოს 1 ს.კ. მიირთმევა აუჩქარებლად, კარგად დაღეჭვით. ბუასილის მძიმე ფორმის დროს საჭიროა დღეში 4 ს.კ. შინდი, კურსის დროს. ამ პერიოდში ამოიღეთ ცხიმიანი, ალკოჰოლი და თამბაქო.
სიცივე ბუასილის მკურნალობისას
სიცივეს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. გამოიყენება გარე ბუასილის დროს. შეიძლება წყლის ან ნახარშების გამოყენება. ტემპერატურა შეირჩევა პაციენტის ამტანობის შესაბამისად, შეძლება ყინულის გამოყენებაც.