ღვიძლის მკურნალობა 100 % -იანი ინგრედიენტით -გამოიყენეთ ეს წამალი და ავადმყოფობა გაივლის !

1579

ღვიძლის მკურნალობა 100 % -იანი ინგრედიენტით -გამოიყენეთ ეს წამალი და ავადმყოფობა გაივლის !

აიღეთ ერთი ჭიქა კანგაუცლელი შვრიის მარცვალი, გარეცხეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ხუთლიტრიან ქვაბში. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაქუცმაცებული წითელი მოცვის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი არყის ხის ფოთოლი ან კვირტი.

დაასხით ლიტრი წყალი და დადგით სიგრილეში. მეორე ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10 წუთი. ერთი დღის შემდეგ პირველი ქვაბი (რომელშიც შვრიაა) მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სიმინდის ულვაში, 2 სუფრის კოვზი მატიტელა დაადუღეთ 15 წუთი, შემდეგ 45 წუთი დააყენეთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ორივე ქვაბის შიგთავსი აურიეთ ერთმანეთში, გაფილტრეთ და შედგით მაცივარში. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, დღეში ერთხელ, ჭამამდე, პირველ დღეს 50 გ, მეორე დღეს 100 გ, მესამე დღიდან მოყოლებული კი ყოველდღიურად 150–150 გ. კურსი 10-დღიანია. ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

3 სუფრის კოვზი ნეგოს ყვავილები, 2 სუფრის კოვზი შვიტა, 3 სუფრის კოვზი ვარდკაჭაჭას ყვავილი და 3 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი აურიეთ ერთმანეთში. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, კვირის განმავლობაში.

 ინფექციური დაავადებების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და
გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას.

1 ჩაის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ პატარა ყლუპი.

ბაყაყურაც ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის აწესრიგებს მის ფუნქციას, იცავს უჯრედებს, აქვს მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი. 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას დაფქულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 15-20 წუთი  მერე გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი, ყლუპ-ყლუპად, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, პირველად — უზმოზე, მეორედ სადილობამდე 30 წუთით ადრე, მესამედ — შილის წინ. სვით 4-6 კვირა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia