რთული პრობლემის გადაჭრა მარტივად – აი რა უნდა იცოდეთ თუ აუტანელი ქავილი გაქვთ ! 

361

რთული პრობლემის გადაჭრა მარტივად - აი რა უნდა იცოდეთ თუ აუტანელი ქავილი გაქვთ ! 

დიდხანს მაწუხებდა ეგზემა. ვერაფრით ვშველოდი. მეგონა, გამონაყარი, სადაცაა, გაქრება-მეთქი, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გრძელდებოდა წლობით. არც ექიმების დანიშნულება მშველოდა და არც ექიმბაშებისა.

ერთხელ, დაავადება მეტისმეტად რომ გამიმწვავდა, გამონაყარი გამიხშირდა და აუტანელი ქავილი ამივარდა, დავიწყე მცენარეული რეცეპტების ძებნა. თავდაპირველად ოროვანდის ნაყენი ვცადე:

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

1 სუფრის კოვზ ოროვანდის დაქუცმაცებულ ფესვს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში ვადუღებთ.

მერე ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში ვაჩერებთ, ბოლოს ვფილტრავთ ორფა დოლბანდში. ვიღებთ თითო სუფრის კოვზს დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

ამ ნაყენის წყალობით ეგზემამ თანდათან იკლო, მაგრამ მეშინოდა, ისევ არ გამმწვავებოდა, ამიტომ რეცეპტების ძებნა განვაგრძე.

ერთგან ამოვიკითხე: ოროვანდის ნაყენი უნდა სვათ კიდეც და მასში დასველებული
ნაჭერი მთელ ტანზეც შემოიხვიოთო. ეს მეთოდიც ვსინჯე — 5 სუფრის კოვზ ოროვანდის ფესვს ვასხამდი ერთ ვედრო მდუღარე წყალს, 15 წუთის განმავლობაში ვადუღებდი ნელ ცეცხლზე და ოთახის ტემპერატურამდე ვაცივებდი, მერე ამ ნაყენში ოთხად დაკეცილ ზეწარს ვდებდი და ვწვებოდი, ლეიბსა და ზეწარს შორის კი ცელოფანს ვაფენდი.

დედაჩემი ზეწარს სათლიდან იღებდა, ოდნავ წურავდა და მასში მახვევდა. ზემოდან მაფარებდა მეორე, მშრალ ზეწარს და შალის პლედს. ასე ვიწექი მთელი საათი.

6 დღე ზედიზედ ჩავიტარე ეს პროცედურა, მე-7 დღეს დავისვენე, შემდეგ კიდევ 6-დღიანი კურსი ჩავიტარე, ისევ დავისვენე და ასე.  ოღონდ უმჯობესია, ამგვარად წელიწადის თბილ დროს იმკურნალოთ, თორემ შეიძლება გაცივდეთ.

ოროვანდის ნაყენს დღემდე ვსვამ წელიწადში რამდენიმეჯერ ვიტარებ რამდენიმეკვირიან კურსს, შუალედებში კი ვისვენებ, რომ ორგანიზმი არ შეეჩვიოს. მერწმუნეთ, ეგზემის ნიშანწყალიც აღარ მეტყობა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia