დერმატოლოგებიც კი შოკში ჩავარდნენ როცა ჩემი მეთოდები გავუზიარე კანის მოსავლელად !
ქალაქგარეთ პატარა აგარაკი გვაქვს. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა, ამიტომ გამოზაფხულდება თუ არა, მეუღლესთან ერთად ყოველ უქმე დღეს იქ ვატარებ. ბაღბოსტანს ვუვლით და სულიერად ვისვენებთ.
ყოველი ასეთი კათარზისის შემდეგ ორივე ერთსა და იმავე პრობლემას ვეჯახებოდით
— მუშაობის შემდეგ გამუდმებით გვიწევდა ხელებზე გაუხეშებული და ფერშეცვლილი კანის გონზე მოყვანა.
შარშან გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ მომეღო ბოლო ამ უსიამოვნებისთვის, ხელების მოვლის რამდენიმე ფიტოთერაპიულ საშუალებას ერთად მოვუყარე თავი და პრობლემაც მოვსპე.
გთავაზობთ ჩემ მიერ გამოცდილ საშუალებათა მომზადების წესებს.
– ხელის კანის სიმშრალის დროს კარგია უმი კვერცხის ცილისგან მომზადებული წამალი: თეფშზე უნდა გატეხოთ ერთი კვერცხის ცილა და გული გააცალკევოთ, ცილა კარგად ათქვიფოთ, პირდაპირ წაისვათ ხელებზე და კარგად შეიზილოთ.
როგორც კი პირველი ფენა გაშრება, წაისვათ მეორე და ასე შემდეგ, ვიდრე ცილა არ გათავდება. უკანასკნელი ფენის გაშრობიდან 15-20 წუთის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით, უმჯობესია, ბავშვის საპნით და წაისვით ხელის ნებისმიერი კრემი.
– ხელების გაწითლებისა და კანის გამოშრობის დროს გიშველით კარტოფილის ნახარშის აბაზანებიც:
ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი,
ამოიღეთ, ნახარში 30 გრადუსამდე გააცივეთ, ჩაყავით ხელები, 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყალი გადაივლეთ და წაისვით ხელის კრემი.
შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ: მოამზადეთ კარტოფილის სქელი პიურე და სქელ ფენად დაიდეთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფარეთ და სქელი შალით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.
ხელების ძლიერი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ მარილიანი წყლის აბაზანე-
ბი. გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და ცხელშივე (როგორსაც გაუძლებთ) ჩაყავით ხელები.
კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც:
მოამზადეთ შავი ჩაის მაგარი ნაყენი და
ხელებს 10-15-წუთიანი აბაზანები მიაღებინეთ. დაე, ამ საშუალებებმა თქვენს ხელებს დიდხანს შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა და სინაზე.