მწვანე კაკალი დიდი ხანია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც შესანიშნავი სამკურნალო საშუალება.

11336

მწვანე კაკალი დიდი ხანია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც შესანიშნავი სამკურნალო საშუალება.

როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის კულტურებში, მწვანე კაკალს იყენებდნენ უძველესი დროიდან, როგორც გამაძლიერებელ, იმუნომოდულაციურ, ანთების საწინააღმდეგო და ნაღველმდენ საშუალებად.

ქიმიური შემადგენლობა: მოუმწიფებელი კაკალი შეიცავს კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის და კობალტის მარილებს. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, E, PP, კაროტინს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

მწვანე კაკალი ბუნებრივი იოდის უნიკალური წყაროა, C ვიტამინის შემცველობის მხრივ კაკალი რვაჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე შავი მოცხარი და ორმოცდაათჯერ მეტს ვიდრე ციტრუსები!

მწვანე კაკლის თვისებები:

  1. უნიკალური იმუნომოდულაციური და მატონიზირებელი საშუალება.
  2. აქვს შესანიშნავი სისხლის გამწმენდი, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული, ჭრილობების შემხორცებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  3. ძალიან ეფექტურად ახდენს ჰორმონალური სისტემის ნორმალიზებას.
  4. არის ათეროსკლეროზის შესანიშნავი მკურნალი.
  5. საშუალებას გაძლევთ სამუდამოდ მოიცილოთ მაღალი ქოლესტერინი.

ამ თვისებებით არის განპირობებული მცენარის ეფექტური მოქმედება ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

მწვანე კაკლის ყველაზე ეფექტური სამკურნალო ფორმაა სპირტიანი ნაყენი.

ნაყენი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, იოდის ნაკლებობა).
  2. ავიტამინოზი, მომატებული დაღლილობა, ანემია.
  3. მასტოპათია, მკერდის ფიბროადენომა.
  4. რევმატიზმი, პოლიართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი.
  5. დიათეზი, ნეიროდერმატიტი, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი მგლურა, კანის სოკოვანი დაზიანება.
  6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები, გასტრიტი, კოლიტი.
  7. არის ძალიან ეფექტური სისხლის გამწმენდი (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების შემდეგ).
  8. ანდექსიტი, საშვილოსნოს მიომა.
  9. ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა.
  10. გლომერულონეფრიტი.

მწვანე კაკლის ნაყენი

მწვანე კაკლის ნაყენი ეფექტურია ნებისმიერი სიმსივნური პროცესების, ანემიის, გლომერულონეფრიტის, ღვიძლისა და კუჭის დაავადებების, ვარიკოზული ვენების, თრომბოფლებიტის, ლეიკემიის, წითელი მგლურას და ჰიპერტენზიის დროს.

დადასტურებულია, რომ მწვანე კაკალი ასუფთავებს სისხლს და ლიმფას და აქვს ყველაზე ძლიერი ანტიპარაზიტული მოქმედება.

მწვანე კაკლის ნაყენი გამოიყენება კისტოზური წარმონაქმნების, სახსრების დაავადებების, კანის დაავადებების, დიაბეტის დროს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და ძალზე სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირების დროს.

მომზადების წესი:

აიღეთ ლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ დაჭრილი მწვანე კაკალი, შეავსეთ არაყით ისე, რომ დაფაროთ ქილა. მიღებული საშუალება გააჩერეთ 1 თვის განმავბლობაში. ერთი თვის შემგედ გადაწურეთ და გადაიტანეთ მუქი შუშის ქილებში.

გამოყენების წესი

შინაგანი გამოყენება: 20 - 40 წვეთი გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გარეგანი გამოყენება: რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, პოლიართრიტი, ართროზი, ოსტეომიელიტი, მწვანე კაკლის ნაყენი უნდა შეიზილოთ მტკივნეულ ადგილებში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საფენები. საფენის გარედან არ დაიფაროთ არაფერი, რომ არ გამოიყვიოს დამწვრობა.

frenis kompensacia
frenis kompensacia