ახალგაზრდობაში მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ რადიკულიტი თხუთმეტი
წელი მიწამლავდა სიცოცხლეს, ვიდრე მეგობარმა ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინისგან წამლის დამზადება არ მასწავლა.
რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება. სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი.
ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
- კისრის რადიკულიტს;
- კისერ-მხრის რადიკულიტს;
- გულმკერდის რადიკულიტს;
- გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.
თავდაპირველად რეცეპტს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ ძმაკაცს გულს როგორ ვატკენდი, მეუღლეს მითითება მივეცი და მეორე დღესვე წამალი მზად იყო, სცადეთ თქვენც. მერწმუნეთ, არ ინანებთ.
წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი
(მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.
ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით. ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის.
ეს წამალი 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ- თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. 1 თვის შემდეგ — 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.
მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილები სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ. ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკულ თავის ტკივილს, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.