აი, რატომ არ მოქმედებს დიეტა და ვარჯიში წონის დაკლებაზე. მთავარია ეს იცოდეთ -თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ გასახდომად სულაც არ დაგჭირდებათ მკაცრი დიეტის დაცვა!

6808

აი, რატომ არ მოქმედებს დიეტა და ვარჯიში წონის დაკლებაზე. მთავარია ეს იცოდეთ -თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ გასახდომად სულაც არ დაგჭირდებათ მკაცრი დიეტის დაცვა!

2009 წელს ბესტსელერის ავტორი დენ ბათნერი მინესოტაში ჩავიდა და გადაწყვიტა გამოეკვლია თუ რა იყო ჯანმრთელობის და წონაში მატების უპირველესი პრობლემა. მან შეკრიბა ექსპერტები, ლიდერები და მატთან ერთად საკითხის კვლევას შეუდგა.

როგორც გაირკვა ყველა დაავადების გამომწვევი მიზეზი არასწორი კვება იყო, რის შედეგადაც ადამიანები სუქდებოდნენ და მრავალი პრობლემა ექმნებოდათ. ყველაზე უსარგებლო მათი აზრით არის ტკბილეული, გაზიანი სასმელები და სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტი.

მაშინ დენმა საზოგადოებას შესთავაზა სქემა თუ როგორ უნდა მიეღოთ საკვები ისე, რომ ეს ორგანიზმისთვის საზიანო არ ყოფილიყო. მან ხალხს რა თქმა უნდა ჯანსაღი საკვები შესთავაზა ხალხს (ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი). ასევე მისი თქმით კარგია თუ დილით მთელი დღის რაციონს განსაზღვრავთ. დაალაგებთ საკვებს მსგავსად – “საუზმისთვის”, “სამხარისთვის” და ა.შ.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

სამზარეულოში მხოლოდ ჯანსაღი საკვები გქონდეთ.
თქვენი სამუშაო ადგილი დაალაგეთ, ეცადეთ, რომ გაზიანი სასმელი და ტკბილეული არ გქონდეთ.
იყიდეთ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც გჭირდებათ და არა ის, რასაც დაინახავთ და უცებ მოგინდებათ.
მიირთვით პატარა ულუფებით.
თქვენს რაციონში ჩართეთ ზეთი, ძმარი, სოუსები.
ხშირად მიირთვით ხილი, თხილეული, ბოსტნეული, საქონლის ხორცი,

თქვენი საძინებელი მოაწვეთ ისე, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ, იქ შესვლისას სტრესი და დაღლილობა უნდა მოიშოროთ. ეს კი თავის მხრივ მშვიდ ძილს ხეს შეუწყობს და თქვენი ორგანიზმი მეორე დილიდან დასვენებული და ენერგიით სავსე იქნება. გირჩევთ ტელევიზორით საძინებელში არ ისარგებლოთ.

თხილეული ძალიან სასარგებლოა. თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რიტმი გვაიძულებს, შიმშილის გრძნობა მაქსიმალურად დავთრგუნოთ. ამ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაში თხილეული დაგვეხმარება, რომლის კალორიულობა ცხოველური წარმოშობის ბევრ პროდუქტს არ ჩამორჩება.

თუ დილას ას გრამ თხილს ან ნიგოზს შეჭამთ, საღამომდე ფიზიკურ და გონებრივ დაღლას აღარ იგრძნობთ.

ასი გრამი თხილი შეიცავს 62,5 გრამ ცხიმს, 12,6 გრამ ცილას, 13,8 გრამ ნახშირწყლებს, 2,5 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 3,2 გრამ ვიტამინებს. მასში 679 კილოკალორიაა. თხილში ბევრი მკვებავი ნივთიერებაა. დღეში ასი გრამი თხილი ცილებზე ადამიანის მოთხოვნას მთლიანად აკმაყოფილებს.

გირჩევთ, რომ თხილი მუდამ გქონდეთ თან და ნებისმიერ დროს ცოტა რაოდენობით (რამდენიმე ცალი) ყოველ დღე მიირთვათ.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ გასახდომად სულაც არ დაგჭირდებათ მკაცრი დიეტის დაცვა, ამის მოხერხება სწორი კვებითაა შესაძლებელი, რაც ნებისმიერი დაავადებისგან დაგიცავთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia