წიწაკამ და ნიორმა თმის ცვენა შემიჩერა - მარტივად მოსამზადებელი წამალი !
თმის ცვენა (ალოპეცია) დღეს-დღეისობით აქტუალური საკითხია კაცებში, ქალებში და ასევე ბავშვებში. კაცობრიობის განვთარებასთან ერთად მისივე ინტერესები იცვლება. ადრეულ პერიოდში თმის ცვენის პრობლემა სამედიცინო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა, ვინაიდან არსებობდა უფრო რთული და აქტუალური პრობლემები.
დღეს-დღეისობით პლასტიკური ქირურგიის განვითარებამ მიგვიყვანა ფაქტებამდე, რომ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურებიან, არ აქვს მნიშვნელობა საკითხს, მთავარია მათი ინტერესები და მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს.
ბოლო 40 წელია (20 წელი საქართველოში), რაც ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა (მეტწილად მამაკაცებისთვის), თმის ცვენა, ყურადღების ცენტრში მოექცა. ტექნელოგიურმა განვითარებამ, სამედიცინო კვლევებმა და სტატისტიკურმა ანალიზებმა უდიდესი ინფორმაცია მოგვაწოდა თმის ცვენასა და ამ პრობლემასთან გამკლავების გზებზე.
თმის ცვენა შესაძლოა იყოს განპირობებული: გენეტიკური წინასწარგანწყობით, ჰორმონალური დისბალანსით , სამედიცინო წამლების მოხმარების გვერდით ეფექტით, ასაკით , სტრესით, სხვადასხვა დაავადებებით ,თმის არასწორი მოვლით, რადიაციით და სხვა ფაქტორებით.
თმის ცვენა შეიძლება ლოკალურად ან/და მთლიან სხეულზე განვითარდეს, შეიძლება იყოს დროებითი (ტრანზიტორული) ან პერმანენტული (მუდმივად მიმდინარე).
ანდროგენული სიმელოტე ტიპიურად იწყება სკალპიდან. ბევრისთვის ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მათ ყურადღებას არ იპყრობს და ხშირად მეოთხე ხარისხის ალოპეციამდე (ნორვუდის კლასიფიკაციით) მამაკაცებისთვის შეუმჩნეველი რჩება (ქალები მალევე ამჩნევენ ამ პრობლემას). ხშირად კი თმის ცვენის დაწყების მომენტიდან თვალსაჩინოა ადამიანისთვის არსებული პრობლემა და თავიდანვე აქტიურად ერთვება დიაგნოსიტრებასა და მკურნალობაში.
შტატების შემცირებაში მოვყევი, რის გამოც ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობით
საქმეს ვერ უშველიო, მეუბნებოდა მეუღლე, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი.
გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ხომ გაგიგონიათ ერთ დღეს გავიღვიძე, თმის ვარცხნა დავიწყე და კინაღამ გავგიჟდი, თავზე ორი პატარა გამელოტებული ადგილი რომ შევამჩნიე.
ექიმმა მითხრა, ნერვიულობამ თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიაო, რაღაც დამინიშნა და მალე გაგივლისო, დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავზე ახალი გამელოტებული ბუდეები გამიჩნდა. აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა ჩემი გასაჭირი აფთიაქარს შევჩივლე.
მან წამლის დამზადება მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი მივეცი რეცეპტი, ყველას მოუხდაო. მართლაც, მიშველა და ძალიან მინდა, თქ-
ვენც გასწავლოთ.
წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი და გააჩერეთ
გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა.
შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო.
სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ
შეიზილეთ ეს ნაყენი.
შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ.
მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავის კანს.
ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყო, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი, ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.