ადამიანებს ხშირად ფეხზე უსიამოვნო სუნი ახასიათებთ.
რა არის ამის მიზეზი?
ხშირად ფეხზე უსიამოვნო სუნი იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანს აქვს დიაბეტი, სტრესულ სიტუაციაში, ატარებს წინდას, რომელიც ჰაერს არ ატარებს ან ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა.
თუ გსურთ, რომ ეს პრობლემა თავიდან აიცილოთ გირჩევთ:
გამოიყენეთ ანტიპერსპირანტი
თუ ფეხისთვის სპეციალურად არ გაქვთ ანტიპერსპირანტი შეძენილი მაშინ შეგიძლიათ, რომ ის გამოიყენოთ, რასაც იღლიისთვის იყენებთ. ეს მას შემდეგ უნდა გააკეთოთ, რაც ფეხს კარგად დაიბანთ.
ფეხსაცმელი და წინდა ყოველ დღე იცვალეთ
ეს კარგი ხერხია იმისთვის, რომ ფეხსაცმელში ჰაერმა იტრიალოს და შემდეგი ჩაცმისას სუნი არ ჰქონდეს ფეხს.
ხშირად იარეთ სანდლებით
ღია ტიპის ფეხსაცმელში ჰაერი ადვილად მოძრაობს და ფეხს სუნთქვის შესაძლებლობა აქვს. ასე ფეხი გრილადაა და სიცხე, რომელიც შემდეგ დახუთულობას და სუნს იწვევს აღარ ჩნდება.
ფეხსაცმელი ნატურალური ტყავი უნდა იყოს
ეს ხელს უწყობს, რომ ზამთარში ფეხი კომფორტულად იყოს. გირჩევთ ტყავის შემცვლელისგან თავი შეიკავოთ. ასე უსიამოვნო სუნს თავიდან აიცილებთ.
საჭმელი სოდა
1 ს/კ სოდა ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და ფეხები ხშირად დაიმუშავეთ ამ ნაზავით.
ბავშვის პუდრი
ჩაყარეთ პუდრი ფეხსაცმელში, ეს შეინარჩუნებს ფეხის და წინდის სიმშრალეს.