შეაჩერეთ გულძმარვა სულ რაღაც 1 წუთში! სწრაფად მოქმედი მეთოდი!
სხვადასხვა ბალახის ნახარში:
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალთეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ. 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.
სელის თესლის ნაყენი:
2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, გაფილტრეთ. შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.
სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის მომატებული სეკრეციის დროს:
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ფარსმანდუკი, სააფთიაქო გვირილა, კრაზანა, ძირტკბილას ფესვები. ამ ნარევის 10 გრამს (ერთი სუფრის კოვზი) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი დალიეთ შემთბარი, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.
სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის დაქვეითებული სეკრეციის დროს:
აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი კრაზანა, 4 წილი მელისა, 3 წილი მრავალძარღვა, 2
წილი ახალი ჭინჭარი, 2 წილი თავშავა. 1 სუფრის კოვზ ნაყენს დაასხით 2/3 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისას.
კოთხუჯის ფესვების ნაყენი:
1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კოთხუჯის ფესვებს შეურიეთ 4 სუფრის კოვზი დაფხვნილი მელისა. 1 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1/3 ჩაის კოვზი თბილი წყლით და დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეს საშუალება რეკომენდებულია გულძმარვის, მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს.
კარტოფილის წვენი:
დალიეთ დღეში 3-4-ჯერ ახალგამოწურული უმი კარტოფილის წვენი, 15-20 წუთით
ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას. ეს არის ქრონიკული გასტრიტის დროს გულძმარვისგან გათავისუფლების ყველაზე იოლი და იაფი მეთოდი, ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
ძირტკბილას ფესვების ნახარში:
10 გ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები და ნგფორთოხლის დაფქული ქერქი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ 60 გ თაფლი და დალიეთ 3 ჯერზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ეს რეცეპტი ეფექტიანია კუჭში მაღალი მჟავიანობის დროს.