ეს პროდუქტი მოქმედებს მშრალ და სიბერის ნიშნების მქონე კანზე. გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები და აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

1035

ეს პროდუქტი მოქმედებს მშრალ და სიბერის ნიშნების მქონე კანზე. გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები და აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

ყვითელი კოსმეტიკური თიხა შედის იმ თიხების რიგში, რომლებიც გამოირჩევიან თავისი სამკურნალო თვისებებით, რასაც განაპირობებს მათი ქიმიური შემადგენლობა. ყვითელი თიხა განსაკუთრებით მდიდარია: რკინით და კალიუმით.

თიხა ეფექტურად მოქმედებს მშრალ და სიბერის ნიშნების მქონე კანზე. გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები, ამარაგებს ჟანგბადით, აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

ასევე ამცირებს ცელულიტს, კანს ასუფთავებს აკნესგან და მკვდარი უჯრედებისგან. რის შედეგაც კანი ხდება ხავერდოვანი, რბილი და ელასტიური. კანს უბრუნდება ჯანმრთელი ფერი და ახალგაზრდული იერი.

ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის

2–3 სუფრის კოვზი თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. გაიჩერეთ სახეზე 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი:  1) ატენიანებს კანს. 2) ამცირებს კანის სიწითლეს და გაღიზიანებას.

ნიღაბი ცხიმიანი სახის კანისთვის

2–3 სუფრის კოვზი თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი სამკურნალო ბალახებისგან დამზადებული ჩაი. შემდეგ დაამატეთ ნაღები ან ცხიმიანი რძე. ასევე შეიძლება რამოდენიმე წვეთი D ვიტამინის დამატება. აარიდეთ ნიღაბი თვალებს და ტუჩებს, ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 10–15 წუთი, სანამ არ გაშრება ნიღაბი. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი: 1) წმენდს და ასუფთავებს კანს. 2) ავიწროვებს ფორებს. 3) ებრძვის აკნეს და ხელს უშლის მის განვითარებას.

ვანის მიღება

თბილი წყლით სავსე ვანაში გახსენით ყვითელი თიხა. ვანა მიიღეთ 15–20 წუთის განმავლობაში. ამის მერე მიიღეთ შხაპი, ყოველგვარი საპნისა და კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. შხაპის შემდეგ არ გაიმშრალოთ, უბრალოდ გაეხვიეთ პირსახოცში და კანზე წაისვით კოსმეტიკური რძე.

შედეგი: 1) ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას. 2) ხსნის გაღიზიანებას და ამშვიდებს. 3) არბილებს კანს.

ტანის შეფუთვა

თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. შემდეგ ყვითელი თიხა წაისვით სხეულზე და ზემოდან გადაახვიეთ პოლიეთილენის (ცელოფანის) პარკი. ზემდან ჩაიცვით ცელულიტის საწინააღმდეგო შარვალი ან რომელიმა სხვა თბილი ჩასაცმელი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თიხა და კანზე წაისვით დამატენიანებელი კრემი.

შედეგი: 1) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. 2) შესამჩნევად ამცირებს ცელულიტებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia