ეს არის ჩემი საიდუმლო რეცეპტი, რომელიც წლებია არ გამიცია -წარმოუდგენლად ადვილი მოსამზადებელია!

231

ეს არის ჩემი საიდუმლო რეცეპტი, რომელიც წლებია არ გამიცია -წარმოუდგენლად ადვილი მოსამზადებელია!

თაფლის ნამცხვარი

მასალა:

  • 40გრ. ქიშმიში
  • 50გრ წვრილად
  • დაქუცმაცებული ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატები
  • 200გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 60 გრ შაქარი
  • 1 ლიმონის კანი გახეხილი
  • 200გრ თაფლი
  • 0,5 ფინჯანი ძალიან მაგარი ყავა
  • 150გრ შვრიის ფანტელი
  • 1ჩ/კ სოდა
  • 1 მწიკვი დაფქული
  • მიხაკ-დარიჩინი
  • 1 მწიკვი მარილი,
  • 100გრ ნუში
  • 100გრ წითელი ალუბალი.

1. ქიშმიში, ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატები თასში ჩავყაროთ და ფქვილი
შევურიოთ. თითოეული კვერცხი გავტეხოთ, ცილა და გული განვაცალკევოთ, შემდეგ
კი გულები კარაქს შევათქვიფოთ.

2. ლიმონის კანი, თაფლი და ყავა უწყვეტი მორევით დავამატოთ. დარჩენილი ფქვილი, შვრიის ფანტელი, სოდა, მიხაკ-დარიჩინი და მარილი ერთმანეთში ავურიოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ.

3 კვერცხის ცილები მაგრად ავთქვიფოთ და ქიშმიშისა და ლიმონის ცუკატების ნარევში ავურიოთ. დავამატოთ ცომს და შევაზილოთ. ღრმა თუნუქის ფურცელზე კარგად წავუსვათ ცხიმი და შვრიის ფანტელი მოვაყაროთ ცომი თუნუქის ტაფაზე გადავიტანოთ,
კარგად გავასწოროთ. ზედა ნუში და ალუბალი მოვაწყოთ.

4. წინასწარ გახურებულ ღუმელში 190°-ზე დაახლოებით 40წთ ვაცხოთ. გაცივების შემდეგ დავჭრათ თავდახურულ ემალის ჭურჭელში თაფლის ნამცხვარი დიდხანს ინახება.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia