რა ხდება, როდესაც თავს ლუდით ვიბანთ? ამ ხერხს უკვე ბევრი მანდილოსანი მიმართავს

2174

როგორც ვიცით, ლუდი არც ისე სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ცნობილია, რომ ის თმას უფრო ლამაზ და ჯანსაღს ხდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეფექტის მისაღებად, ლუდის სწორი გამოყენებაა საჭირო. ეს სასმელი შეიცავს იგივე კომპონენტებს, რაც თმის მოვლის საშუალებები. ეს არის: ბუნებრივი ქერი, ფშალა, რომელიც პროტეინებს და ვიტამინ B–ს შეიცავს, რაც აქრობს ქერტლს და თმის ცვენას აჩერებს. და რა თქმა უნდა ლუდი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც თმას მბზინვარებას ანიჭებს. თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ გამოყენებამდე ლუდი ავადუღოთ, ზედმეტი ალკოჰოლის აორთქლებისთვის.

 

პროფესიონალი სტილისტი მარკ მენა გთავაზობთ გამოიყენოთ ლუდი გაზის გარეშე. შეგიძლიათ დაამატოთ ის შამპუნში, ან თმის დაბანის შემდეგ გადაივლოთ თავზე და ჩამობანოთ. სასიამოვნო არომატისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერიც. თქვენი თმა მბზინვარე იქნება, მოცულობა კი გაგაკვირვებთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia