7 დღიანი მკურნალობა სახსრებისა და ძვლების გაუსაძლისი ტკივილისას! ამ რეცეპტმა ასობით ადამიანი გამოაჯანმრთელა!

9730

7 დღიანი მკურნალობა სახსრებისა და ძვლების გაუსაძლისი ტკივილისას! ამ რეცეპტმა ასობით ადამიანი გამოაჯანმრთელა!

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს.

სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

 სახსრის დაავადებების ძირითადი სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • დეფორმაცია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის  ფუნქციის მოშლა;
  • პათოლოგიური მოტეხილობა;
  • სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით - საღამოობით.

სახსრებში მტკივნეული შეგრძნებები დროდადრო აწუხებს ყველა ზრდასრულ ადამიანს. მაგრამ თუ მათგან მუდმივად იტანჯებით, სცადეთ ეს პოპულარული მეთოდი.

ჟელატინი შესანიშნავია სახსრების სამკურნალოდ - ეს დადასტურებულია თეორიულად და პრაქტიკულად. გარდა ამისა, ის უვნებელია და არ ახდენს გვერდით რეაქციებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ჟელატინი - 1 ჩ.კ;
  • ცივი წყალი - 0,5 ჭიქა;
  • თაფლი - 1 ჩ.კ.
  • თბილი ადუღებული წყალი - დაახლოებით 1 ჭიქა.

გახსენით საღამოს ძილის წინ 1 ჩ/კ. ჟელატინი წყალში(ნახევარი ჭიქა). დილისთვის ჟელატინი შესქელდება. დილას დაუმატეთ თაფლი და თბილი წყალი. მოურიეთ კარგად და დალიეთ. ეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში. შემდეგ თქვენ უნდა შეისვენოთ 7 დღე და კვლავ გაიმეოროთ კურსი.

მკურნალობის ეს მეთოდი ძალიან მარტივი და ეფექტურია, მაგრამ საკმაოდ გრძელია. საერთო ჯამში, თქვენ უნდა გააგრძელოთ კურსი მითითებულ გრაფიკზე 3 თვის განმავლობაში. სახსრების აღდგენის სიჩქარე დამოკიდებული იქნება თქვენი სხეულის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.

frenis kompensacia
frenis kompensacia