ამ სასმლის წყალობით თქვენ შეძლებთ ყველაზე ძლიერ ვირუსებსაც კი აუაროთ გვერდი! დაიწყეთ ყოველი დილა ამის დალევით!
რა არის ვირუსული ინფექცია?
ეს არის ცხვირისა და ყელის, ინფექცია გამოწვეული ვირუსით. ვირუსულ ინფექციას ასევე ეძახიან ზედა რესპირატორული გზების ინფექციას. 200-მდე სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული ინფექცია. ბავშვი ნებისმიერ ასაკში, სავარაუდოდ, 6-დან 12 ვირუსული ინფექციით შეიძლება დაავადდეს. ბავშვი, რომელიც ხშირად ავადობს ვირუსული ინფექციით არ ნიშნავს, რომ მას სუსტი იმუნური სისტემა აქვს.
ვირუსული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები
ვირუსული ინფექციის სიმპტომები შეიძლება იყოს შემდეგი:
- სურდო ან გაჭედილი ცხვირი
- ცემინება
- ხველა
- სიცხე
- ყელის ტკივილი
- თვალების სიწითლე
ვირუსული ინფექციების უმრავლესობა გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტიც. ხველა გრძლდება უფრო დიდხანს, შეიძლება 3 კვირაც კი.
ბავშვს ვირუსთან ერთად ეწყება ტემპერატურა, რომელიც გრძელდენა 3-5 დღე.
ინფლუენსას ჯგუფის ვირუსები ძირითადად იწვევენ რესპირატორულ ინფექციებს, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა და გრძელდება ჩვეულებრივ ვირუსებზე უფრო დიდხანს 7 დღე და მეტი.
როგორ ვრცელდება ვირუსი?
ვირუსის გავრცელება ხდება იმ შემთხვევაში თუ ვირუსის მქონე ადამიანი გაახველებს, დააცემინებს და შემდეგ დაბინძურებული ხელით შეგეხებათ თქვენ. ვირუსული ინფექცია არ წარმოიქმნება ცივი ჰაერით ან ორპირში. ბავშვებს ვირუსი გადაედებათ ოჯახის წევრებისგან, მომვლელებისგან ან მეგობრებისგან ვისთანაც აქვთ მჭიდრო კონტაქტი. ბავშვები, რომლებიც დადიან ბაღში ან ჰყავთ და ან ძმა უფრო ხშირად ავადდებიან.
შემოდგომა და ზამთარი - ის პერიოდებია, როდესაც გაციების ალბათობა ძალზედ დიდია, ამიტომ აუცილებელია აქტიურად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ავიმაღლოთ იმუნიტეტი.რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დილაობით კი უნდა ვივარჯიშოთ. ასევე მნიშვნელოვანია, საკვები, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად, როდესაც ადამაინის იმუნიტეტი მტკიცეა, იგი ადვილად უმკლავდება გაციებას და არამარტო გაციებას, არამედ სხვადასხვა ბევრ დაავადებასაც კი.
რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღი და ბუნებრივი საკვები ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში, რადგან ისინი სავსენი არიან მინერალებით და სხვადასხვა სახის ვიტამინებით. თუმცა, ყველაზე ეფექტური იქნება, თუ ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს მიიღებთ. ახლა გასწავლით ნაზავს, რომელიც იდეალურია იმუნიტეტის ასამაღლებლად, მის მოსამზადებლად კი მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო.
საჭირო ინგრედიენტები:
- 250 მლ. რძე;
- 1 ს/კ გამომშრალი სალბის ფოთლები;
- 1 ს/კ თაფლი;
- 1 ს/კ დაფქული კურკუმა.
მომზადების წესი: ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და ცეცხლზე დადგით, ადუღების შედეგ კი 15 წუთით გააჩერეთ და ძილის წინ ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.