ქოქოსის ზეთი – ინგრედიენტი, რომელიც გეხმარებათ გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან!

998


ქოქოსის ზეთს საოცარი თვისებები აქვს. ეს პროდუქტი არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კულინარიაში, ფარმაკოლოგიასა და არომათერაპიაში გამოიყენება.
ქოქოსის ზეთი გახლავთ შესანიშნავი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, კლავს ვირუსებსა და ბაქტერიებს ორგანიზმში, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

ქოქოსის კარაქი ცხიმისმწველ მჟავებსაც შეიცავს (მისი შემადგენლობის 60%-ს), რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას.

1. ცივი სასმელები
ქოქოსის ზეთი ძალიან უხდება ცივ სასმელებს, რაც ასე აქტუალურია ცხელ სეზონზე. ის შეგიძლიათ დაუმატოთ კომპოტებში, წვენებში ან მოამზადოთ ბოსტნეულის და ხილის ფრეშები. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად და მოიფიქროთ საკუთარიც!

ინგრედიენტები:
1 ავოკადო;
1/2 ანანასი;
კომბოსტოს 6 ცალი ფურცელი;
1 მსხალი;
1 ბროკოლი;
1 კონა ისპანახი;
1 ცალი კიტრი;
4 კონა ნიახური;
1 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი;
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი.

ყველა ინგრედიენტი, ავოკადოსა და ქოქოსის ზეთის გარდა, მოათავსეთ წვენსაწურში, გამოწურეთ, დაუმატეთ ავოკადო და ახლა დააბლენდერეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ქოქოსის კარაქი, თან ურიეთ. როცა ერთგვაროვანი მასა მზად იქნება – მიირთვით გემრიელად და დაწვით ცხიმი!

ცხელი სასმელები
თუ ძილის წინ არომატული ჩაის დალევა მოგინდებათ, დაუმატეთ მასში ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. გთავაზობთ ლიმონის ჩაის ჩვენებურ რეცეპტს:

ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი;
1-3 ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი;
1/2 ლიმონის წვენი;
1 პაკეტი მწვანე ჩაი;
ცხელი წყალი;
ერთმანეთში აურიეთ თაფლი და ქოქოსის კარაქი ფინჯანში. დაუმატეთ ჩაი, წყალი და ლიმონის წვენი. მზად არის!

ქოქოსის კარაქი – საოცარი და ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ის სწრაფად წვავს ცხიმს, აბსულუტურად უსაფრთხოა ჯანმართელობისთვის.

Facebook კომენტარები