სოფელში ამის წყალობით მოვახერხე ალერგიის პროფილაქტიკა. მედიკამენტების საუკეთესო ალტერნატივა!

458
სოფელში ამის წყალობით მოვახერხე ალერგიის პროფილაქტიკა. მედიკამენტების საუკეთესო ალტერნატივა!
უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად ალერგიას ძალზე სერიოზული დაავადებების პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. პროფილაქტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის კი ალერგიის გამომწვევი მიზეზი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დაადგინოს.
ალერგიის გამოვლინებების თავიდან აცილების კარგი გზა კი ხალხური საშუალებებია.
ჟოლო: ალერგიის შეტევების წინააღმდეგ ეფექტიანია შემდეგი ნახარში: 50 გრამ ჟოლოს ფესვებს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთს. მიიღეთ 2 სადილის კოვზი ნახარში დღეში სამჯერ მანამ, სანამ ალერგიული შეტევები არ გაივლის. ჟოლოს ფესვების ნახარში მაცივარში შეინახეთ და მიღების წინ ოდნავ შეათბეთ.
ასკილის ნახარში: ასკილს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, აქედან გამომდინარე, არა მარტო ალერგიის სიმპტომებს მოხსნის, არამედ იმუნურ სისტემასაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც ასკილის ნაყოფი, ისე მცენარის სხვა ნაწილები.
სალბი და შავი ჩაი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ალერგიული რეაქციებისგან თავდასაცავად. სალბის თბილი ნახარში  გამოიყენება ცხვირისა და ყელის გამოსარეცხად ქუჩაში გამოსვლის წინ, ხოლო შავი ჩაის ნაყენი – თვალების გასაწმენდად.
ხახვი: ანტიალერგიული მოქმედება აქვს ხახვს. დაჭერით 4 თავი ხახვი, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და მთელი ღამე დატოვეთ. მიღებული ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში.
გააქტიურებულ ნახშირს ალერგიის დროს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები გამოაქვს, წმენდს სისხლს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. პრეპარატი რეკომენდებულია ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა კანზე გამონაყარი, კანის გაწითლება და ქავილი, ასევე, შეშუპება. უნდა მიიღოთ დღეში რამდენიმე აბი (თქვენი წონის შესაბამისად, ერთი აბი – 10 კილოგრამზე; მაგალითად, თუ 60 კილოგრამს იწონით, დღეში 6 აბი დალიეთ, შეგიძლიათ, ექვსივე ერთბაშად დალიოთ ან გადაანაწილოთ და მაგალითად, 2-2 ცალი დალიოთ 3-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსია 10 დღე.
დაფნის ფოთლის ნახარში ალერგიისთვის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ძვირად ღირებულ თანამედროვე მედიკამეტებს. მას იყენებენ მცირეწლოვანი ბავშვების სამკურნალოდაც. დაფნის ფოთლის ნახარშით გარეგნულად ამუშავებენ ალერგიულ გამონაყარს. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია მისი დალევა. მსგავსი მეთოდით შესაძლებელია ქავილისა და ტიპური სიწითლის განკურნება. თუ ალერგიული გამონაყარი სხეულის დიდ ნაწილზეა, ამ შემთხვევაში დაფნის აბაზანებს იღებენ.
კვერცხის ნაჭუჭი: არაჩვეულებრივ სამკურნალო ეფექტს იღებენ კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებით. ამისთვის უკეთესია თეთრი ფერის ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ კვერცხი, ამოიღეთ შიგთავსი, შემდეგ კი გააშრეთ. ბოლოს, ფხვნილის მისაღებად, ყავის საფქვავში დაფქვით. მიღების წესი: ორგანიზმმა უკეთესად რომ მიიღოს, მას უმატებენ ლიმონის წვენს (4-6 წვეთი საკმარისია), რისი წყალობითაც იზრდება კალციუმის შეთვისება. ზრდასრულებს შეუძლიათ მიიღონ დღეში 1 ჩაის კოვზი და წყალი დააყოლონ ან ნახევარი ჩაის კოვზი – დღეში 2-ჯერ, ან 0.3 ჩაის კოვზი – დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა, მინიმუმ, 1 თვეა. შედეგი: კვერცხის ნაჭუჭი კურნავს ძალიან ბევრ ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით კი – კანის.
frenis kompensacia
frenis kompensacia