იმისათვის, რომ დაირეგულიროთ ქოლესტერინის დონე, აი ეს უნდა გააკეთოთ. ამაზე ღირებული პროდუქტი მე არ ვიცი!
ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს.
ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს. იშვიათად, რომ ბავშვი მაღალი ქოლესტერინით იტანჯებოდეს. რაც შეეხებათ ზრდასრულებს – როგორც წესი მაღალი ქოლესტერინის მიმართ მიდრეკილები ქალებთან შედარებით მამაკაცები არიან.
რა არის ქოლესტერინი და რა ფუნქცია აკისრია?
– ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი შედის უჯრედების პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ქოლესტერინი აუცილებელი სუბსტანციაა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისთვის, ნაღვლის მჟავებისა და ვიტამინი D გამომუშავებისთვის.
ასევე აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.
საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის – ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის – კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის არსებული დისბალანსიც საჭიროებს გამოსწორებას.
თუთის ფოთლების ჩაის იყენებენ მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თუთის ფოთლები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
დადასტურებულია, რომ ეს ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე და საოცრად ეფექტურია მათთვის ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს.
გარდა იმისა, რომ თუთის ფოთლები კალციუმითაა გაჯერებული, კიდევ მრავალი უპირატესობა აქვს.
თუთის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ძვლებზე, კბილებზე და სისხლძარღვებზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება ბრონქიტის, ტონზილიტისა და ფარინგიტის წინააღმდეგ, ამცირებს თმის ცვენასა და სიმელოტეს.
თუთის ფოთლები გვევლინება გაციების, სურდოს, დეარეის სამკურნალოდ, მოგიხსნით შაკიკით გამოწვეულ და ზოგად თავის ტკივილს, გამოიყენება უძილობის, დეპრესიის წინააღმდეგ.
ბუნებრივი პროდუქტი აბალანსებს ქოლესტირინის დონეს, ებრძვის სიმსუქნეს, დიაბეტს, ჰიპერტენზიას და სიმსივნესაც კი.
შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს როგორ მოამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი:
აიღეთ 1 ს. კ. თუთის გამხმარ ფოთლებს, დაასხით 4-5 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააციეთ და დალიეთ. მომზადებული ჩაი მაქსიმუმ 1 დღით შეინახეთ მაცივარში ან თერმოსში.