"ოქროს რძე" - სასმელი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის!
კურკუმას რძეს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. კურკუმასა და რძის ნარევი გამოიყენება, როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს ჯანსაღი სასმელი დაგეხმარებათ სახსრების ანთების შემცირებაში, იმუნიტეტის ამაღლებაში, გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესებაში, წონის დაკლებასა და სისხლში შაქრის გაკონტროლებაში. ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომ კურკუმას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.
"ოქროს რძე'' იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ არავის აწყენს თუ ყოველ საღამოს დალევს. ამ საოცრების მთავარი შემადგენლობა კურკუმაა. კურკუმას ფესვების და ფოთლების შემადგენლობაში შედის უამრავი ეფექტური ზეთი, რომელთა უკუჩვენების მოძებნა ძალიან რთულია.
გთავაზობთ ამ სასმელის შთამბეჭდავ დადებით მხარეებს: ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს, გააჩნია ანტიკარცენოგენური თვისებები, არეგულირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. კარგია ღვიძლის დეტოქსიკაციის დროს. არეგულირებს ზედმეტ წონას და ნივთიერებათა ცვლას. აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინს მუშაობას. ინიშნება კანის დაავადებების დროს. კარგია ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობისას.
ახლა კი შემოგთავაზებთ რეცეპტს "ოქროს რძის მოსამზადებლად":
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა რძე (უმჯობესია თუ იქნება მცენარეული (ნუში, ქოქოსი, შვრია);
- 1 ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი,
- 1 ჩაის კოვზი კურკუმა,
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი,
- 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი,
- 1 მწიკვი შავი პილპილი
- 1 ჩ/კ თაფლი.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და მოადუღეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში.
მიიღეთ თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ რამდენიმე დღის სამყოფი და შეინახოთ მაცივარში. გაზარდეთ ინგრედიენტები იმდენჯერ, რამდენ დღეზეც გინდათ, რომ მოამზადოთ სასმელი.
კურკუმიანი თბილი ჩაი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მოგიხსნით გულისრევის შეგრძნებას, სპაზმს, მუცლის შებერილობას, ჯანჯაფილი კი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ.
კურკუმას ფარმაკოლოგიური თვისებები
ორგანიზმი:
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას.
- ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
- ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
სისხლი:
- კარგად ასუფთავებს სისხლს.
- ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
- ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
- ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
- სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.
- ასტიმულირებს ელითროციტების წარმოქმნას სისხლში.
- კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.
- კურკუმა ანორმალიზებს სისხლის შემადგენლობას და მის ცირკულაციას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
- ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰეიმერის დაავადების დროს.
- სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან.
- ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.
დიაბეტი:
- სისხლში ამცირებს შაქრის რაოდენობას.
- ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი:
- დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს.
- უმატებს მადას.
- კურნავს მეტეორიზმის დროს.
- ამცირებს ტკბილი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებას.
- ორგანიზმს ეხმარება ცილების შეთვისებაში.
- ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
- კარგად მოქმედებს ყაზბობის დროს.
- კლავს ნაწლავის პარაზიტებს.
- ნაწლავებს ასუფთავებს ხრწნადი ნარჩენებისგან.
- ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან.
- ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
- დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკრო ფლორაზე.
დეტოქსიკაცია და გაწმენდა:
- ორგანიზმიდან გამოყავს ქიმიკატები.
- ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოყვანაში.