ეს წამალია, რომელიც უებარია ჰიპერტონიკებისთვის! ჩემი დედამთილი ამის წყალობით არის ცოცხალი!
ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დღეს ყველაზე მეტი ხალხი იღუპება. სტატისტიკასთან ვერაფერს გააწყობ, მაგრამ არც ფარ-ხმლის დაყრა შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად გაქვს მაღალი წნევა, გულის უკმარისობა და სხვა პრობლემები.
რამდენიმე წლის წინ ჩემს დედამთილს დაუსვეს ჰიპერტონიის დიაგნოზი და მას შემდეგ ახალ-ახალ სამკურნალო საშუალებებს ვეძებთ. იგი ხალხურ რეცეპტებს ამჯობინებს, მაგრამ არც ოფიციალურ მედიცინას უარვყოფთ და კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ექიმს მივმართავთ. ზოგჯერ აფთიაქში ნაყიდი წამალია საჭირო, ზოგჯერ ხალხურ მედიცინას უნდა ენდო, საუკეთესო გზა კი მათი შეჯერებაა.
ბრინჯით მკურნალობის ეფექტური გზა!
იაპონელებს ტყუილად კი არ სწამთ, რომ ბრინჯში დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო იმალება... გარდა ამისა, ბრინჯი არ ასუქებს, სიმსუქნე კი ჰიპერტონიკის უპირველესი მტერია. ერთი სიტყვით, ჩემი დედამთილი გადავიდა ბრინჯის დიეტაზე და და გამაოგნებელ შედეგს მიაღწია: ერთ წელიწადში ისე გამოკეთდა, რომ მკურნალი ექიმიც კი გავაოცდა.
ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონია არც ერთი შეტევა ანუ კრიზი, როგორც ექიმები უწოდებენ, ადრე კი ხშირად ემართებოდა. დღის განმავლობაში პურ-ფუნთუშეულის ნაცვლად უნდა მიიღოთ სპეციალური წესით მომზადებული 300 გრამი ბრინჯი.
აი ეს წესი:
ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ბევრი წყალი, ძალიან სწრაფად ამოურიეთ ხელი და წყალი იმწამსვე გადაღვარეთ, ისევ დაასხით და გულდასმით გარეცხეთ. ასე მოიქეცით 3-ჯერ. შემდეგ ბრინჯი წყალში გააჩერეთ. ზაფხულში 30 წუთიც საკმარისია, ზამთარში კი არანაკლებ საათ-ნახევრისა. ეს წყალიც გადაღვარეთ, ახალი დაასხით (იმდენი, რომ კარ- გად დაფაროს) და წამოადუღეთ. ჯერ 5-6 წუთი ძლიერ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ 6-7 წუთი — ნელზე.
ამის შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიეთ და ბრინჯი (არც კი უნდა დუღდეს) კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ ქვაბს კიდევ რამდენიმე წუთს თავსახური არ ახადოთ. არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთოთ ბრინჯს მარილი.
მართალია, გემრიელი არ იქნება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იდეალურია გულით ავადმყოფებისთვის: სისხლძარღვები დღიდან დღემდე გასუფთავდება და ნორმას დაუბრუნდება. ზოგჯერ ბრინჯს ბოსტნეულს ამატებს — ძალიან გემრიელი გამოდის. 300 გრამს ორ ულუფად ჭამს, ზოგჯერ — უზმოზე და შუადღისას, ზოგჯერ კი ვახშმად. აი, ეს არის ჩემი თერაპია. თქვენც სცადეთ. თუ არ გარგოთ, ნამდვილად არ გავნებთ.