ეს ყველამ უნდა იცოდეს: როგორ შევაჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა…

358

ეს ყველამ უნდა იცოდეს: როგორ შევაჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა…

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხვირიდან სისხლდენა უმეტესად არ არის საშიში, ამიტომ ექიმს ამ მიზეზით ცოტა თუ მიმართავს – ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც წასკდომია ცხვირიდან სისხლი, ასე თუ ისე, იცის, როგორ შეაჩეროს ის.

ხშირად სისხლდენა თავისთავადაც წყდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ხანგრძლივდება და სახიფათო მდგომარეობაზე მიანიშნებს.

ირველი და ყველაზე მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, რომ უნდა შეინარჩნოთ სიმშვიდე. სისხლის დანახვა ბევრ ადამიანს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს და პანიკამდეც კი მიყავს. აუცილებელია თავი ხელში აიყვანოთ და ზედმეტად ორგანიზმი არ დასტრესოთ. ახლა კი წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, დაიმახსოვრეთ და მზად იყავით, საჭიროების შემთხვევაში გმოიყენოთ მიღებული ინფორმაცია.თუ დაგეწყოთ სისხლდენა, აუცილებლად დაჯექით მაქსიმალურად მოხერხებულად, თავი გადაწიეთ უკან და ისუნთქეთ ცხვირით.

ნესტოები მაქსიმალურად მიუახლოვე ერთამენთს და მოუჭირეთ თითებით. გარკვეული დროით გეჭიროთ ცხვირის ნესტოები მასეთ მდგომარეობაში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი შეამოწმეთ კვლავ მოგდით თუ არა სისხლი

რა არის ეპისტაქსისი? 

იმას, რასაც უბრალო ენით ცხვირიდან სისხლდენას ვუწოდებთ, მედიცინის ენაზე ეპისტაქსისი ჰქვია და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირთან ახლომდებარე სისხლძარღვებიდან სისხლდენას წარმოადგენს. ეპისტაქსისი უმეტესად უწყინარი მოვლენაა, მაგრამ შესაძლოა, სერიოზული პათოლოგიის წინაპირობადაც მოგვევლინოს.

ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც ზედაპირთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ძალიან სუსტია და მათი მთლიანობა ადვილად ირღვევა.

სისხლდენა უმეტესად შემთხვევით, სპონტანურად იწყება, განსაკუთრებით – მოზარდებსა და 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. კვირაში ერთზე მეტი სისხლდენა უკვე ბევრია და ყურადღებას მოითხოვს.

ჭიქა ცივ წყალზე აიღეთ 1/4 ლიმონის წვენი, ან 1 ჩ.კ. ძმარი, ან 1/3 ჩ.კ. შაბი. მიღებული სითხე შეისრუტეთ ცხვირით და შეიკავეთ 3–5 წთ. ნესტოებს თითები მიაჭირეთ.

მშვიდად იჯექით, ან იდექით, არ დაწვეთ. შუბლზე და ცხვირზე დაიდეთ სველი, ცივი პირსახოცი, ან ყინული.

– თუ სისხლი მარჯვენა ნესტოდან მოგდით, მარჯვენა ხელი მაღლა ასწიეთ, ხოლო მარცხენა ნესტოზე მიაჭირეთ და პირიქით რკინის გასაღები შალის ძაფზე წამოაცვით და დაიკიდეთ ისე, რომ ბეჭებს შორის იყოს. სისხლისდენა მაშინვე შეჩერდება.

Facebook კომენტარები