ამის დახმარებით მარტივად გავუმკლავდი ცისტიტს! თქვენც გირჩევთ სცადოთ!

580

ამის დახმარებით მარტივად გავუმკლავდი ცისტიტს! თქვენც გირჩევთ სცადოთ!

ცისტიტის დამარცხებაში მწვანე მეგობრეგი დაგეხმარებიან.

27 წლის გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არ ვიყავი და მშვენივრად ვიცოდი, როგორ მომევლო თავისთვის, გაციებას მაინც ვერ გადავურჩი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულს უკვე მტანჯავდა შარდის ბუშტის ანთებისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიმპტომები. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს სნეულებას ახალდაქორწინებულთა ცისტიტი ერქვა და გაციებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ბედმა გამიღიმა და მალევე დავფეხმძიმდი, მაგრამ სიხარული ისევ ცისტიტის შემაწუხებელმა ნიშნებმა გამინელა. ისიც შევიტყვე, რომ ორსულობის პირველ სამ თვეს არავითარი წამა- ლი არ უნდა მიმეღო, ჰოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, წამლის ძებნა მცენარეულ საშუალე- ბებს შორის დავიწყე. დიდი ხანი არ დამჭირვებია — ხალხურ რეცეპტებს შორის მრავლად აღმოჩნდა ცისტიტის სამკურნალო საშუალებები.

მკითხველს მხოლოდ მათ შევთავაზებ, რომლებიც თავად გამოვცადე და მიშველა:

  1. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
  2. 2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათს, გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა.
  3. აიღეთ შვიტასა და გვირილის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნა- რევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთს, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიი- ღეთ დღეში 3-ჯერ, 1/2 ჩაის ჭიქა ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
  4. აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათს, შემდეგ 7-10 წუთს ხარშეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
  5. აიღეთ ნიახური და ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, ნახარში კი დღეში 3 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

ხალხური რეცეპტები, რომელსაც ჩვენ გიზიარებთ შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არავითარი ზიანი არ მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის!

frenis kompensacia
frenis kompensacia