ამ რეცეპტს უკვე 100-ზე მეტი ადამიანი ემადლიერება! შარდის შეუკავლობის დროს გამოიყენეთ ეს უნიკალური საშუალება!

3278

ამ რეცეპტს უკვე 100-ზე მეტი ადამიანი ემადლიერება! შარდის შეუკავლობის დროს გამოიყენეთ ეს უნიკალური საშუალება!

ღამის შარდის შეუკავებლობა...

თუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის პირველი ნიშანი იყოს. თვითგანკურნების იმედით პროცესს ნებაზე ნუ მიუშვებთ, არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები.

შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით შეწუხებულ მამაკაცთა რიცხვი საკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია.

ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევაა. ღამის შარდის შეუკავებლობად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის ერთზე მეტად დაცლის სურვილი აღვიძებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ-სამ ჯერ ტუალეტში წასვლის სურვილი განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია, რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია. ის შემთხვევები, როცა ადამიანს უჭირს დაძინება, ნებისმიერი ჩქამი აღვიძებს ან ღამით მოსაშარდად მხოლოდ ერთხელ დგება, ღამის შარდის შეუკავებლობა არ არის.

ღამით მოშარდვის სურვილს იწვევს:

  • დღის განმავლობაში და ძილის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
  • შარდმდენი საშუალებების მიღება;
  • შარდის ბუშტის მოცულობის მკვეთრი შემცირება ამა თუ იმ მიზეზით;

შარდის ბუშტის დაავადებები:

  • ანთება,
  • ინფექცია,
  • ქვები,
  • ასევე მენჯის მიდამოს რენტგენოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის კუნთოვანი აქტიურობის მომატება;
  • ზოგადი ქრონიკული დაავადებები — დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები;
  •  სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იძულებითი ქცევა.

გიგზავნით რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადებისაგან — შარდის შეუკავებლობისაგან. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით ქალებს, ამიტომ გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი, რათა ადამიანებს შვება მიეცეთ.

საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა, აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი:

კრაზანა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე.

ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს.

აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მაინერვირებელ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმელებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისაგან.

frenis kompensacia
frenis kompensacia