თუ ფრჩხილი ასე ჩაგეზარდათ ეს სტატია აუცილებლად წაიკითხეთ! საბედნიეროდ არსებობს წამალი, რომელიც დროულად დაგეხმარებათ!
რა უნდა ვიცოდეთ ფრჩხილის ჩაბრუნების შესახებ?!
როდესაც ფრჩხილი კანში ჩაიზრდება, კანის სტრუქტურა ირღვევა, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, გაღიზიანებასა და მგრძნობელობის მომატებას. ამ დაავადებას ონიქოკრიპტოზს უწოდებენ. თუ პრობლემას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა უფრო გართულდეს, უკეთეს შემთხვევაში საქმე ოპერაციამდე, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, თითის ამპუტაციამდეც მივიდეს.
რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ფრჩხილის ჩაბრუნების დროს:
ჩემს ქალიშვილს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ფრჩხილების ჩაბრუნება ორივე ფეხის ცერზე. ექიმთან ვერაფრით მივიყვანე — ძალიან ეშინოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხური სამკურნალო საშუალებები მეძებნა.
ერთმა ნაცნობმა მასწავლა რეცეპტი:
ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი:
- დანაყილი ნიორი,
- ხახვი,
- ალოე,
- დამდნარი კარაქი
- და თაფლის სანთელი.
ეს ყველაფერი წამოვადუღოთ 2 წუთი, თან ხის კოვზით ვურიოთ. შემდეგ შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და ირგვლივ კანზე, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ მომზადებული იქნება. მსუბუქად უნდა დავჟეჟოთ, შემდეგ ცელოფანით, ბინტით და შალის ქსოვილით შევიხვიოთ. ფრთხილად შემოვჭრათ და დავიმუშაოთ წყალბადის ზეჟანგით. ეს პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა ჩავიტაროთ. შემდეგ ფრჩხილი კვალიც აღარ ეტყობა.
ექიმის კომენტარი:
ფრჩხილის ჩაბრუნებისას მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს იყენებენ. ამ დროს ჩაბრუნებული ფრჩხილი ფრჩხილბუდიდან ამოიკვეთება, თუმცა ეს რადიკალური მეთოდი გარკვეულად მტკივნეულია, ამიტომ პაციენტები ცდილობენ სხვა, უფრო დამზოგველი მეთოდებით იმკურნალონ. ხალხური მეთოდებით მკურნალობის შედეგიც ქირურგიულის ანალოგიურია. მხოლოდ ფრჩხილის მოშორება შედარებით უმტკივნეულოდ, თანდათანობით ხდება.
ზემოთ მოყვანილ რეცეპტში შედის ისეთი კომპონენტები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ხასიათდება. ყველაზე მნიშვნელოვა-ნია ამ შემთხვევაში მათი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და ქსოვილთა აღმდგენი თვისებებია.
ასე რომ, ამგვარი კომპრესებით დაზიანებული ფრჩხილის მექანიკურ მოშორებასთან ერთად ფრჩხილბუდის ინფიცირებისაგან დაცვა და ახალი ქსოვილების ნორმალური რეგენერაციისთვის ხელშეწყობა ხდება.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
თუ მოგეწონათ სტატია გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!