დღეში 3 სუფრის კოვზი ეს ნარევი დაგიწევთ მაღალ ქოლესტერინს! დღესვე მოამზადეთ!
ქოლესტერინი რამე საშინელება არ გეგონოთ; ის, ასე ვთქვათ, უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი (მათ შორის სასქესოც) და D ვიტამინი.
იმისათვის, რომ ქოლესტერინის დონის მომატება შეამჩნიოთ , მისი ნორმა უნდა იცოდეთ:
ქოლესტერინის ნორმა 5,2 მმოლ/ლ-მდე (ან 200 მგ/დლ) გახლავთ. თუ ანალიზმა 5,2 -დან 6,5 მმოლ/ლ-მდე ქოლესტერინი უჩვენა, ეს ნიშნავს რომ დიდი შანსი გაქვთ, ათეროსკლეროზი გაგივითარდეთ, ხოლო თუ მაჩვენებელი 6,5-8 მმოლ/ლ-მდეა მომატებული, ეს უკვე აშკარა ჰიპერქოლესტერინემიაა, რომელიც გადაუდებელ კორექციას მოითხოვს, განსაკუთრებით – თუ მწეველი ბრძანდებით.
ხშირად ქორესტერინის, დონის დასაწევად დიეტა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშიც კმარა, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მედიკამენტებიც.
რჩევები:
- ქოლესტერინის დონე რომ დაგიქვეითდეთ, რაციონიდან ამოიღეთ რძე, ნაღები, ცხიმიანი ყველი და იოგურტი, ბულიონები, ხიზილალა, კვერცხის გული, ტვინი, ღვიძლი, ბატის ხორცი, ცხიმიანი ხორცი, სოსისი, კარაქი, მაიონეზი, შემწვარი კარტოფილი, ნაყინი, პუდინგი, საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, ცხიმის შემცვლელი სასმელები.
- იმოძრავეთ: იარეთ ფეხით, იცურავეთ, იჯირითეთ, – მაგრამ ზომას ნუ გადახვალთ, გადაღლა და გადატვირთვა არანაკლებ მავნებელია.
- კარგია მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი, ქათმის, ინდაურის, ხბოს, კურდღლის ხორცი, კვერცხის ცილა, ცხიმმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, თეთრი თევზი, ხილი, პარკოსნები, მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, მწვანილი.
- 40 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეს, დროდადრო უნდა შეიმოწმოს სისხლში ქოლსტერინის დონე. ცუდი არ იქნება თუ ამასთან ერთად კარდიოგრამასაც გადაიღებთ და შაქრის დონესაც განსაზღვრავთ.
ახლა კი გაგაცნობთ მართლაც გასაოცარ ხალხურ რეცეპტს, რომელიც ბევრჯერ წარმატებით გამოვცადე.
რეცეპტის შემადგენლობა:
- - 12 კბილი ნიორი
- - ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო
- - 500 გრამიანი შუშის ქილა თავსახურით
მომზადება:
- აუცილებელია ნიორი 4 ნაწილად დაჭრათ. ნიორი ჩაყარეთ შუშის ქილაში და დაუმატეთ წითელი ღვინო. მჭიდროდ დახურეთ ქილა და მოათავსეთ მზის ქვეშ. შეანჯღრიეთ ქილა ყოველდღე ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ, გადაწურეთ ნარევი და დაასხით სითხე თავდახურულ მუქ ქილაში.
გამოყენება:
- მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ა სიროფი 3-ჯერ დღეში. ერთი თვის განმავლობაში უნდა მიირთვათ. შეისვენეთ 2 თვე, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ მკურნალობა. თვის ბოლოს ჯანმრთელობისა და ფიგურის მნიშვნელოვან ცვლილებებს დაინახავთ. ასევე შეგიძლიათ ექიმთან მისვლა სისხლის ანალიზისთვის..