ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება გაციებისა და გრიპისგან თავის დასაღწევად!!
გაციებას სიხშირით მეოთხე ადგილი უკავია მწვავე დაავადებათა შორის. გაციების სიმპტომებია თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ყელის ტკივილი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ხველა, სხეულის ტემპერატურის მომატება. გაციება სერიოზულ საფრთხეს უქადის ახალშობილებს, ხანდაზმულებს, ასევე მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
განსაკუთრებით საშიშია გაციება ქრონიკული ბრონქიტით, ასთმითა და ემფიზემით დაავადებულთათვის. თუ ადამიანი ხშირად ცივდება და ავადმყოფობა კვირაზე მეტხანს გასტანს, აუცილებელია გამოვრიცხოთ სინუსიტი და ალერგია. ალერგიული რეაქცია და გაციება ერთდროულადაც შეიძლება მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით ბავშვებში.
ბევრი ამბობს, რომ გრიპი შეხვდა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ გაციებასთან გვაქვს საქმე. მედიცინაში არსებობს ყველა გაციებითი დაავადების განზოგადებული სახელწოდება: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ეს მდგომარეობაც და გრიპიც ორგანიზმში ვირუსის შეჭრის შედეგი გახლავთ, თუმცა გრიპი მძიმე დაავადებაა, რომელმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, მაშინ როდესაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია იშვიათად იწვევს ორგანიზმის სერიოზულ დაზიანებას.
რაც შეეხება დიფერენცირებას, მკითხველისთვის მისი წესები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
• თუ გაწუხებთ თავის ძლიერი ტკივილი, სისუსტე, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეულის ტემპერატურამ 39°C-მდე აიწია, ყელი გტკივათ, ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, მაგრამ სურდო არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ გრიპი შეგხვდათ.
• თუ ცხვირიდან ჩამოგდით, მაგრამ საერთო თვითშეგრძნება ასატანია, ხოლო სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 37°C-ს, სავარაუდოდ, რინოვირუსული ინფექციის ანუ ჩვეულებრივი სურდოს მსხვერპლი ბრძანდებით.
გაციებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ექმნება. ბევრი მაშინვე ანტიბიოტიკებს იყენებს, მე კი არ მიყვარს წამლები, არც ის მინდა, ანტიბიოტიკებს შევეჩვიო, ამიტომ ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ.
- ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ.
- დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო.
- ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
- 1 ს/კ ნარევი მიღების წინ გააზავეთ 3ს/კ წყალში. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.
წამლის ასეთი სახით მომზადებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ, ზამთარში კი გამხმარი ფოთლების ნაყენი მოამზადეთ:
- 5 გ (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ,
- დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი,
- თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ.
- ხშირ-ხშირად ურიეთ.
- შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.
- გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ.
- ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ.
შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ. მერწმუნეთ, უებარია.