შავი წერტილების პრობლემა ხანდახან მათაც კი აწუხებთ, ვინც რეგულარულად ზრუნავს საკუთარ კანზე. ყველაზე ხშირად ის მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს. შავი წერტილები დამოკიდებულია კანის ფორებზე და ჰორმონებზე, რომლებიც ცხიმიანობას არეგულირებენ.
გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს, ყურადრებით გაეცანით ინფორმაციას და გაიგეთ, როგორ უნდა მოიშოროთ შავი წერტილები უმარტივესად!
ინგრედიენტები:
– 0,5 ლიმონი
– ¼ ჩ/კ თაფლი
პროცედურა:
1. მოაჭერით ლიმონს ნახევარი და წაუსვით მას თაფლი.
2. გაიწმინდეთ სახე ლიმონის ამ ნაჭრით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს.
3. გაიჩერეთ სახეზე 5-7 წუთის განმავლობაში.
4. ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.
აღნიშნული პროცედურა სასურველია გაიმეოროთ კვირაში 2-ჯერ. შედეგს პირველივე გამოყენებაზევე შეამჩნევთ!