არ აქვს მნიშვნელობა ეწევით თუ არა, თქვენ აუცილებლად უნდა იზრუნოთ ფილტვების ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში ამას ყურადღება მწეველებმა და მეგაპოლისის მცხოვრებლებმა უნდა მიაქციონ.
ასევე ფილტვების ჯანმრთელობის გაუარესებას მოჰყვება ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორებიცაა: ასთმა, ბრონქიტი და ხველის სხვადასხვა სახეობა. საბედნიეროდ, არსებობს რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ფილტვების გასუფთავებაში.
როგორ გავიწმინდოთ ფილტვები
დაგჭირდებათ:
• 2 ჩ/კ კურკუმა
• 1 საშუალო ზომის კოჭას ფესვი
• 400 გრამი ნიორი ( 4 ნაწილად გაჭრილი)
• 400 გრამი შაქარი (უმჯობესია ყავისფერი)
მომზადება
წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგით და დაუმატეთ შაქარი. როცა ის დუღილს დაიწყებს, ნიორი, გახეხილი კოჭას ფესვი და კურკუმა დაუმატეთ. ამ მასის ადუღებას დაელოდეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ. სასმელი მაცივარში შეინახეთ.
როგორ გამოვიყენოთ?
ამ სასმლის 2 ს/კ ყოველ დილითა და ყოველ საღამოს ჭამის შემდეგ დალიეთ.
ეფექტური დეტოქსიკაციისთვის მიიღეთ ცხელი აბაზანა.
არ დალიოთ ეს წამალი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვთ.