ლიმონი ნამდვილად ციტრუსების ლიდერია, ეს შესანიშნავი ნაყოფი ყველა ოჯახში მოიძებნება. ჩაი ლიმონით კი უკვე დიდი ხანია ტრადიციული სასმელი გახდა. შესანიშნავი გემოს თვისებების გარდა, ლიმონს უამრავი სხვა თვისებებიც აქვს, რომლის გამოყენებაც ნამდვილად გაგიადვილებთ ცხოვრებას.
ჩვენ გთავაზობთ ლიმონის გამოყენების 15 საინტერესო და ეფექტურ ხერხს:
1.ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
სულ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს თუ დაამატებთ ჩაიში ან უბრალოდ თბილ წყალში, შეუძლია 20-25 წუთის განმავლობაში მოგიხსნათ თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუაციული ტკივილიც კი.
2.ჩრჩილის საწინაარმდეგო საშუალება
ლიმონი ნაფტალინის ბუნებრივ ალტერნატივად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მთლიან ლიმონში ჩაარჭეთ მიხაკის ღერები და დადეთ კარადის კუთხეში რამდენიმე დღით. ის არა მარტო ჩრჩილს აგარიდებთ თავიდან, არამედ შესანიშნავ სურნელს მისცემს თქვენს კარადას.
3.მეჭეჭების მოსაშორებელი საშუალება
თუ ყოველ დილით და საღამოს წაისვამთ ლიმონს კონკრეტულ ადგილებზე, საბოლოო ჯამში მეჭეჭები თავისთავად გაქრებიან.
4.ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება
ნუ დახარჯავთ ფულს ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებში, უბრალოდ გამოიყენეთ ამისთვის ლიმონი. ყოველ დღე 2 ს/კ ლიმონის წვენი შეიზილეთ თავის კანზე, გაიჩერეთ 10 წუთი და წყლით ჩამოიბანეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქერტლი სრულიად გაქრება.
5.აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას
გაწურეთ 1 ლიმონი და დაუმატეთ ის რეცხვისას სარეცხ ფხვნილს, დარწმუნდებით, რომ ამ მეთოდს შესანიშნავი ეფექტი აქვს, გარა სისუფთავისა, ის სასიამოვნო არომატსაც მისცემს სარეცხს.
6.ბუნებრივი ანტიდეპრესანტი
წყალი და ლიმონის წვენი დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში. ეს სამსელი დალიეთ დილით უზმოზე და ასევე ძილის წინ.
7.ჭიანჭველების მოსაშორებელი საშუალება
მოასხით ცოტა ლიმონის წვენი კარის ზღურბლებზე და ფანჯრის ჩარჩოებთან. მეტი ეფექტისთის შეგიძლიათ იატაკი მოწმინდოთ ლიმონიანი წყლით.
8.აშორებს ჟანგს
სამზარეულოს ქვაბებსა და ჭუჭელზე ჟანგის მოცილებას მარტივად შეძლებთ ლიმონის გამოყენებით. აურიეთ ლიმონის წვენი და მარილი, ეცადეთ მიიღოთ ფაფისებური მასა და წაუსვით ის დაჟანგებულ ადგილზე. გარეცხეთ თბილი წყლით და თავად ნახავთ ბრწყინვალე შედეგს!
9.ფრჩხილების მოვლის საუკეთესო საშუალება
თბილ წყალში გაურიეთ ლიმონის წვეთი, ცოტა ხნით გააჩერეთ თითები ამ სითხეში. აღნიშნული პროცედურა ძალიან ეფექტურია და ის დაგეხმარებათ გქონდეთ ჯანსაღი და ლამაზი ფრჩხილები.
10. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
დამტკიცბეულია, რომ ლიმონიანი წყლის მიღება ძალიან ეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას გადამუშავებაში. თუ ამ პროცედურას ჩვევად გაიხდით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ კუჭის პრობლემებს.
11.ტანსაცმლის მათეთრებელი
სარეცხი გარეცხვამდე ნახევარი საათით გააჩერეთ ლიმონის სოდის და წყლის ნარევში. თქვენი სარეცხი რეცხვის შემდეგ ქათქათა და სუფთა იქნება.
12.ჰაერის გამწმენდი ბუნებრივი საშუალება
3-4 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ წყალს და ჰაერის ბუნებრივი გამწმენდიც მზადაა. ეს სითხე თქვენს სახლს სისუფთავეს და სასიამოვნო არომატს შესძენს.
13. აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას
ჭამის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ლიმონიანი წყლის გამოვლება, შედეგად კი თავიდან აიცილებთ კარიესსა და ნადებს, გექნებთ თეთრი კბილები. (აუცილებლად კარგად გამოივლეთ წყალი ლიმონიანი ნაზავის გამოვლების შემდეგ, რათა არ დაგიზიანდეთ კბილის გარსი)
14.აქრობს მაცივარში უსიამოვნო სუნს
ბამბის ნაჭერი დაასველეთ ლიმონის წვენში და დადეთ მაცივრის კუთხეში. რამდენიმე საათში უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.
15.არეგულირებს არტერიულ წნევას
ლიმონის შემადგენლობაში შედის ისეთი ელემენტი, როგორიცაა კალიუმი, რაც ხელს უწყობს სისხლის წნევის დარეგულირებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებას.
ამ სასარგებლო მეთოდების გამოყენებით თქვენ უამრავ პრობლემას გადაჭრით არა მარტო სახლში, არამედ საკუთარ ორგანიზმშიც კი.