ლამაზი და სქელი თმა ყოველთვის ქალის ერთ-ერთ ძვირფას სამკაულად ითვლებოდა. დღეს ალბათ იშვიათად თუ შეხვდებით გოგოს წელამდე თმით, მაგრამ ეს სულაც ქალებს ხელს არ გვიშლის ვიყოთ ლამაზები.
რათა თქვენი თმა გახშირდეს, ჩვენ ამ საშუალებას შემოგთავაზებთ. ეფექტს პირველი პროცედურის შემდეგაც შეამჩნევთ.
ინგრედიენტები:
• 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი
• 1 კვერცხის გული
• 1 ს/კ თაფლი
1. აურიეთ ეს ინგრედიენტები იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ თავის კანსა და თმების ძირებზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ ის პირსახოცებით.
3. 3 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. ამისთვის ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. გექნებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს თავზე თმა ორჯერ მეტი გახდა.