ამ რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებია:
- 50 გრამი კარაქი
- 250 მლ რძე
- 1 ცალი კვერცხი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 120 გრამი შაქარი
- 200 გრამი ფქვილი
- 3 ცალი მსხალი
მომზადების ინსტრუქცია მარტივია:
გამდნარ კარაქს შეურიეთ რძე და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. სხვა ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და აურიეთ გამაფხვიერებელთან ერთად. ჩაუმატეთ მიღებული ნარევი ზევით მომზადებულ სითხეს და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაფცქვნილი მსხალი დაჭერით. მაფინის ფორმებს გამზადებისას წაუსვით ზეთი ან კარაქი და ასევე ცოტაოდენი ფქვილიც მოაყარეთ. ცომის ფორმებში გადანაწილების შემდეგ თავზე დაადეთ გამზადებული მსხლის ნაჭრები. 220 გრადუსზე უნდა გამოაცხოთ 25 წუთის განმავლობაში და გამოღების შემდეგ 5 წუთი გააჩეროთ ფორმებში გასაციებლად. მიირთვით თბილი და ასიამოვნეთ მთელ ოჯახს.