პიგმენტური ლაქებისგან ვაშლის ძმარი გაგათავისუფლებთ. შედეგი გაგაოცებთ
პიგმენტური ლაქების არსებობა საკმაოდ გავრცელებული პრობლებაა ქალებში. ყავისფერი ლაქები, რომლებიც ჩვენს კანზე იჩენენ თავს, არც თუ ისე სასიამოვნო შესახედია. და მაინც, რა იწვევს ამ პრობლემას და რატომ ჩნდება ის კანზე?
პიგმენტურ ლაქებს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მათგანი, და ამავე დროს ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ჭარბი რაოდენობით მელანინია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს. შემდეგ მოდის მზის სხივების ზემოქმედება, რომელიც კანზე ლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს. გამონაყარისგან დატოვებული ლაქებიც შესაძლებელია გარდაიქმნას პიგმენტაციად. პიგმენტური ლაქები, ასევე გენეტიკურადაც გადადის. ჰორმონალური ცვლილება, განსაკუთრებით კი ორსულობის დროს, განაპირობებს პიგმენტაციის წარმოქმნას.
საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური და იაფი პროდუქტები, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში გვიწყობენ ხელს. დღეს გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ერთ-ერთი უნიკალური საშუალება- ვაშლის ძმარი პიგმენტური ლაქების გასაქრობად.
დაგჭირდებათ: ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა წყალი.
ვაშლის ძმარი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული ნაზავით ყოველ დილით და საღამოს დაიბანეთ სახე, მაგრამ სანამ ჩამოიბანთ, 2-3 წუთით კანზე გაიჩერეთ. თუ ამ პროცედურას 1 თვის განმავლობაში სისტემატიურად ჩაიტარებთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.