სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება, გაიგეთ ამ პრობლემის მოგვარების 5 მეთოდი…

824

სითხის შეკავებით გამოწვეული შეშუპება, გაიგეთ ამ პრობლემის მოგვარების 5 მეთოდი…

რა არის წყლის შეკავება?ჩვენი სხეულის შემდაგენლობის 70% წყალია. ორგანიზმში ცირკულაციის მიუხედავად შესაძლოა დაგროვდეს ზედმეტი სითხე, რომელიც იწვევს შეშუპებას. ის ძირითადად გამოწვეულია თირკმელების ფუქნციების დარღვევით .

მიზეზები:

1. ნატრიუმის გადაჭარბებულად მიღება-
მარილი ორი მნიშვნელოვანი ელექტროლიტისგან შედგება-ნატრიუმისგან და ქლორიდისგან. ელექტროლიტების ბალანსი სწორედ ამ ნივთიერებების რაოდენობებით განისაზღვრება, გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რომელიც უჯრედებს შორის გროვდება.

2. ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი- ეს პრობლემა სხეულის გამართულ ფუნქციონირებას აფერხებს და უამრავ პრობლემას განაპირობებს, მაგალითად ვიტამინ B1-ის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, იმისათვის, რომ აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, საჭიროა ვიტამინების დღიური დოზის დაბალანსებულად მიღება.

3. გარკვეული სახის მედიკამენტები-
ნარკოტიკები (ფსიქოტროპული დ ამსგავსი სახის მედიკამენტები) რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებს, ცნობილია როგორც ვაზოდილატატორები და კალციუმის მბლოკავები, ისინი შესაძლოა გახდნენ სითხის შეკავების მიზეზი, ამიტომ გაითვალისწინეთ ყველა გვერდითი ეფექტი და მაქსიმალურად ეცადეთ თავიდან აირიდოთ პრობლემები.


სითხის შეკავების თავიდან ასარიდებელი ბუნებრივი საშუალებები

შეშუპება არც ავადმყოფობა და არც დაავადება არ არის, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, ნიშნავს რომ ორგანიზმი მინიშნებას გაძლევთ. გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას , რომელიც ეფექტურია აღნიშნულ მდგომარეობაში:

1. ბაბუაწვერა- მას გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რაც შესანიშნავი გამოსავალია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. ჩაყარეთ 1 ს/კ გამხმარი ბაბუაწვერა ცხელი წყლით სავსე ჭიქაში, გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ, დალიეთ ჩაი დღეში სამჯერ.

2. ინგლისური მარილი-
მას გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინები და სითხე. ჩაყარეთ 2 ჭიქა ინგლისური მარილი ცხელი წყლით სავსე აბაზანაში და გაჩერდით მასში 15 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ კვირაში 3 -ჯერ.

3. ოხრახუში-
ბაბუაწვერის მსგავსად მასაც შარდმდენი თვისებები აქვს. აიღეთ 2 ჩ/კ გამხმარი ოხრახუშის ფოთლები და დუამატეთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, გააჩერეთ 10 წუთით. დალიეთ დღეში 3-ჯერ.

4.ჭინჭარი- მას სახსრების ტკივილის დროსაც იყენებენ, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. ცხელი წყალში ჩაყარეთ 3-4 ჩ/კ გამხმარი ჭინჭრის ფოთლები და მიიღეთ დღეში 4 ჭიქა.

5.ცერეცოს თესლი-
ეხმარება თირკმელებს ნატრიუმის გამოდევნაში. აიღეთ 1 ჩ/კ ცერეცოს თესლი და ჩაყარეთ ცხელი წყლით სავსე ჭიქაში, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთით. გაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia