ნიღაბი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ ტერმინი – ”პრობლემური კანი”
აკნე და სხვადასხვა გამონაყარი ადამიანებს ნებისმიერ ასაკში აწუხებთ ხოლმე. იმისთვის, რომ კანი მუდამ მოვლილი იყოს და მსგავსმა პრობლემებმა არ შეგაწუხოთ, აუცილებელია სათანადოდ მივხედოთ კანს. ძირითადად ყველაფერი კვებასთან არის დაკავშირებული და, ასევე, შინაგან ორგანოებთან, რომლებიც სახეზე გამონაყარით გვამცნობენ პრობლემის შესახებ. მთავარია შევძლოთ მათი იდენტიფიცირებ, ასევე განვსაზღვროთ რა პროდუქტები აღიზიანებს ჩვენი სახის კანს. ეს საკმაოდ რთული პროცესია. მოგაწვდით რამდენიმე რეცეპტს, რომლითაცშეგიძლიათ ორგანულად უმკურნალოთ სახეზე გამონაყარს.
დაგჭირდებათ: კვერცხის ცილა, 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი (აფთიაქში იყიდება) და სახამებელი.
კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, თითქმის ბეზემდე, დაუმატეთ ჩაის ხის ზეთი და სახამებელი. საშუალო სისქის არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ გადადუღებული, თბილი წყლით. სახე გაწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით კრემი.
სასურველია, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ. კურსი 10 გაკეთებაა, ყოველ მეორე, მესამე დღეს. ერთ თვეში სახის იდელური კანი გექნებათ. სურვილის მიხედვით კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ, მხოლოდ სამი თვის შემდეგ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.