ამის შემდეგ მანდარინის კანს აღარ გადაყრით. ყველაფერი მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ

2553

ამის შემდეგ მანდარინის კანს აღარ გადაყრით. ყველაფერი მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მანდარინი არ უყვარს. ჩვენ სიამოვნებით მივირთმევთ ამ ციტრუსს, ხოლო კანს დაუფიქრებლად ვაგდებთ. არადა, სულ ტყუილად... მანდარინის კანს ძალიან სასარგებლო თვისებები აქვს.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის მოსამატებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანდარინის კანს დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 7 დღე და მიიღეთ 20-25 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გაციებისას, ხველებისას და ბრონქიტის დროს მანდარინის 3 სუფრის კოვზ გამხმარ კანს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილ-თბილი ნაყენი დღეში 4-ჯერ.

100 გრ მანდარინის დაქუცმაცებული, გამომშრალი კანი და 20 გრ ძირტკბილას ფესვი მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით 2 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თანაბარი ულუფებით დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.

გარდა ამისა, ნაყენს იყენებენ კომპრესების სახით მტკივან მკერდზე. თუკი მანდარინის კანისგან გამოწურულ წვენს რეგულარულად შეიზელთ კანში, გათავისუფლდებით კანის სოკოსგან.

გამხმარი და დაქუცმაცებული მანდარინის ცედრა შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაიში და თქვენი საყვარელი სასმელი ბევრად არომატული გახდება, ამასთან გაციების შესანიშნავი პროფილაქტიკაც იქნება.

მანდარინის კანი სტრესის მოხსნაშიც დაგვეხმარება. ეთერზეთები, რომელსაც ამ ხილის კანი შეიცავს, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს წნევას და ხსნის თავის ტკივილს. სტრესის მოსახსნელად კარგი იქნება, თუ მოიმზადებთ აბაზანას, რომელშიც მანდარინის კანების ნაყენს ჩაუმატებთ.

მანდარინის კანი – შესანიშნავი ბუნებრივი კოსმეტოლოგია! უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად გამოიყენება კანის მოვლისას მანდარინის წყალი. მისი მომზადება მარტივია: დაასხით წვრილად დაჭრილ მანდარინის კანს ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ ერთი დღე და გაწურეთ. გაიწმინდეთ ამ ლოსიონით კანი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს.

შეინახეთ მანდარინის რამდენიმე გამხმარი კანი კარადაში და ჩრჩილი იქ აღარ გაჩნდება.

მანდარინის კანების ნაყენით სახლის მცენარეებსაც კვებავენ და ასე იცავენ სხვადასხვა მავნებლისგან.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia