იღლიის გათეთრება სახლის პირობებში

997
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

იღლიის გათეთრება სახლის პირობებში

პირველ რიგში გამუქების მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი არასასურველი ფაქტორები, როგორიცაა დეზედორანტის ან ანტიპერსპირანტის ან ამ მიდამოში გამოყენებული ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, მჭიდრო ტანსაცმლის ხახუნი, ხელოვნური ქსოვილის სამოსი, ამ მიდამოში თმების ხშირი და არასწორი მოშორება, არასაკმარისი ჰიგიენა, ზოგჯერ ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორი.

თუ ამას დაემატება ალერგია, სოკოვანი დაავადება, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ჰორმონალური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მაშინ იღლიის კანის გაჯანსაღებას დიდი დრო და შრომა დასჭირდება.

იღლიაში მუქი კანი სულაც არ არის მიმზიდველი, ამიტომ ბევრი ადამიანი ამჯობინებს ამ პრობლემის გადაჭრას.

ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება საკმაოდ მარტივი მეთოდით!

კარტოფილი

ამ შემთხვევაში, კარტოფილი საუკეთესო წამალია. მას აქვს სასარგებლო ეფექტი კანზე, აშორებს კანის მუქ ლაქებს და არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენას.

საკმარისია მხოლოდ კარტოფილი ნაჭრებად დავჭრათ და მკლავების ქვეშ შეიზილოთ.

იგივე შეგიძლიათ სცადოთ ლიმონთან ერთად, მაგრამ ისინი არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.

ლიმონი და E ვიტამინი

ასევწ არსებობს საუკუნეების მანძილზე ნაცადი პროცედურა კანის გათეთრება ლიმონის წვენით, რომელსაც დამატებული აქვს Е ვიტამინი.

ვაშლის ძმარი

ძმარი არა მარტო კანის ფერს ცვლის, არამედ კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს, რომლებიც მკვდარი კანის უჯრედებზე ბინადრობენ და ცუდ სუნს იწვევენ. შეურიეთ ბრინჯის ფქვილი ძმარს ისე, რომ მიიღოთ პასტის კონსისტენცია. მიიღეთ ცხელი შხაპი, გაიმშრალეთ, წაისვით ნარევი და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ქოქოსის ზეთი

შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ სოდას მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთი და წაისვით იღლიის არეში, ამ სკრაბით გაიხეხეთ, რამდენიმე წამში ჩამოიწმინდეთ და დაიბანეთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia