ლაიმის სამკურნალო თვისებები

1578

ლაიმის სამკურნალო თვისებები

ლაიმი ძალიან ჰგავს ლიმონს, ისიც ციტრუსია და იგივე თვისებები აქვს. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა დღეს ლაიმი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

ისევე როგორც ლიმონს, ლაიმსაც ფართო სამკურნალო შესაძლებლობები აქვს.

მაგალითად:

იცავს რევმატოიდული ართრიტისგან

ლაიმი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და ანტიბიოტიკური თვისებები აქვთ. გარდა ამისა, ის მდიდარია C ვიტამინით - ერთ-ერთი ძირითადი ანტიოქსიდანტით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ლაიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს. ასე რომ, რაც შეიძლება ხშირად მიირთვით ეს ციტრუსი.

იცავს გაციებისგან

C ვიტამინის წყალობით,

ლაიმი, ისევე როგორ ლიმონი, დაგიცავთ გაციებისა და მისი სიმპტომებისგან. C ვიტამინი 50%-ით ამცირებს გაციების რისკს.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

C ვიტამინის გარდა, ლაიმი მდიდარია უჯრედისით, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებისა და საკვები ნივთიერებების უკეთ შეთვისების პროცესს. რაც აღადგენს ჯანმრთელობას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

ამცირებს არტერიულ წნევას – კვლევების თანახმად,  ლაიმში შემავალი ნივთირება აურეპტინი ამცირებს არტერიულ წნევას. სწორედ ამიტომ, აღმოსავლურ მედიცინაში ლაიმს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მაღალი წნევის რეგულირებისთვის.

აუმჯობესებს კანის სტრქუტურას – ლიმონი და ლაიმი შეიცავს კოლაგენს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ახალგზარდობისა და სიმკვრივის შენარჩუნებაში. მას  ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. სწორედ ამიტომ კოლაგენი თავის მოვლის არაერთი პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამდენი სარგებლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ლაიმი ზომიერი რაოდენობით გამოვიყენოთ. მაღალი მჟავიანობის გამო, აღნიშნული ციტრუსის დიდი ოდენობით მოხმარებამ შესაძლოა კუჭის გაღიზიანება და კბილის ემალის ეროზია გამოიწვიოს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia