თუთის სამკურნალო თვისებები, თუთის ფოთლების ჩაი

2914

თუთის სამკურნალო თვისებები და თუთის ფოთლების ჩაი

 

ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი. 

თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.

ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას.

ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დააბულობისა და დეპრესიის მოხსნას.

ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

თუთის მიღება კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას.

თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.

თუთის ფოთლის გამოყენება

თუთის ფოთლები აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვებია. თუმცა, მას სხვა მხრივაც მოიხმარენ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მას საუკუნეების მანძილზე აზიურ კულტურაში სამედიცინო მიზნით იყენებენ. და ასევე კულინარიული დანიშნულებითაც. ახალგაზრდა და ნაზი ნფოთლები შეიძლება მოვამზადოთ და მივირთვათ. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაზის ფოთლები ტოლმის რეცეპტში. მისი მოხმარების კიდევ ერთი საშუალება ჩაის დაყენებაა გამხმარი ფოთლებისგან.

როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლის ჩაი?

თუთის ფოთლის ჩაი მარტივია მოსამზადებლად. თქვენ მხოლოდ გამხმარი ფოთლები და ცხელი წყალი დაგჭირდებათ. თუთის ჩაი შეგიძლიათ სერტიფიცირებული სამკურნალო ბალახებით მოვაჭრისგან ან ინტერნეტით შეიძინოთ. ყიდვისას ორგანულ ბრენდებს მიანიჭეთ უპირატესობა.

თუთის ფოთლის ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

1 ჩ.კ. თუთის ფოთლის ჩაი ან

თუთის ფოთლის 1 ჩაის პაკეტი

1 ფინჯანი წყალი

თაფლი ან ლიმონი გემოვნებით

მომზადება:

თუთის ჩაი საუკეთესოა მოამზადოთ 70 – 90 °C ტემპერატურაზე. ამისთვის აადუღეთ წყალი და გააგრილეთ 1 წუთის მანძილზე.

ჩაყარეთ ჩაის ფოთლები ფინჯანში და დაასხით ცხელი წყალი. ალტერნატიულად, შეგიძლიათ ჩაის პაკეტი ჩაუშვათ ცხელ წყალში. დააყენეთ 3-5 წუთი.

თქვენი ჩაი მზად არის! თუთის ფოთლის ჩაის ყოველგვარი დანამატების გარეშე იღებენ. თუმცა, შეგიძლიათ სურვილისამებრ თაფლი ან ლიმონი დაუმატოთ.

Facebook კომენტარები