სატაცურის 8 სასარგებლო თვისება
სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.
რატომ არის სასარგებლო სატაცური?
სატაცური მდიდარია A, B, C, PP ვიტამინებით.
შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რაც აუცილებელია ცილების სინთეზისათვის. შეგასენებთ, ცილები უჯერდების მთავარი საშენი მასალაა და აუცილებელია მზარდი ორგანიზისათვის. სხვათაშორის, სწორედ ასპარაგუსის წვენიდან გამოყვეს პირველად ცილა ასპარაგინი.
შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალციუმს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის.
შეიცავს ქლოროფილს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლწარმოქმნისათვის.
შეიცავს უჯრედისს და ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას, სასარგებლოა შეკრულობის პროფილაქტიკია და მკურნალობისათვის.
აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უწყობს შარდოვანას, ნიტრატების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან, რის გამოც აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პოფილქტკისათვის, სასარგებლოა საშარდე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. შეუცვლელია ორგანიზმის გამწმენდი დიეტების შემადგენლობაში.
როგორ ავარჩიოთ სატაცური?
მიაქციეთ ყურადღება, რომ სატაცუირის ღეროები იყოს მყარი, გადატეხვისას ტკაცუნა.
შეარჩიეთ დაახლოებით 15-18 სმ სიგრძის ღეროები
ღეროს ბოლოში არსებული ყვავილოვანი წანაზარდები არ უნდა იყოს რბილი.
სატაცური ინახება მაცივარში, სჯობს შეახვიოთ სუფთა ნოტიო ტილოში და ასე შეინახოთ არაუმეტეს 2 დღისა.
სატაცურის 8 სასარგებლო თვისება:
1. ეს არის შარდმდენი საშუალება
იგი ძირითადად წყლისგან შედგება და ხელს უწყობს სითხეების მოცილებას.
რეკომენდებულია შეშუპების ან თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის (როგორიცაა ქვები და ინფექციები), ასევე ჰიპერტენზია.
იგი ასევე შეიცავს ასპარაგინს, რომელიც ასტიმულირებს შარდის გამომუშავებას.
2. საფაღარათო საშუალება
სატცური წმენდს ნაწლავებს, ბოჭკოვანი ნივთიერებების გამო.
თავიდან აგაცულებთ ყაბზობას, ბუასილს, მსხვილი ნაწლავის პრობლემებს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.
3. ეს არის ანტიოქსიდანტი
სატაცური შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა.
ეს იმიტომ ხდება, რომ სატაცური შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, რომელსაც აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი.
4. ეს არის ანტიდეპრესანტი
ასპარაგუსი შეიცავს ფოლატის დოზას. ეს საკვები ნივთიერება არა მხოლოდ პასუხისმგებელია ორსული ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ნაყოფის განვითარებაში, არამედ მას აქვს სასარგებლო გავლენა ტვინზე.
სატაცური ეხმარება უძილობასთან ბრძოლას და დეპრესიის მკურნალობას.
5. ძალიან ნოყიერი
სატაცური შეიცავს A, C, E და K ვიტამინებს; ქრომი, ოლიგო ელემენტები, ბოჭკოვანი და ფოლიუმის მჟავა.
6. რეკომენდებულია ძვლების გასამაგრებლად
50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა (განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში ქალებმა) და 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა უფრო ხშირად უნდა მოიხმარონ.
რატომ? რადგან K ვიტამინის წყალობით, რომელიც ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს, მოტეხილობები აღმოიფხვრება.
7 .გასახდომი
თუ დიეტაზე ხართ წონის დასაკლებად, დიდი რაოდენობით მიიღეთ.
8. ანტივირუსული საშუალება
სატაცურის კიდევ ერთი სარგებელი უკავშირდება საკვებ ნივთიერებებში მის წვლილს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ამიტომ იგი იდეალურია გაციების, გრიპის, ან ნებისმიერი ვირუსული ან ბაქტერიული დაავადების პროფილაქტიკისთვის.