საკვერცხის კისტას მკურნალობა უნიკალური მეთოდით

1172

საკვერცხის კისტას მკურნალობა უნიკალური მეთოდით

"მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა - 8 თვის შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს", - აღნიშნავს მკითხველი და მკურნალობის მეთოდს გვიზიარებს:

I კურსი - ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის 12 ფოთოლი, დავასხი 0,5 ლ არაყი და 21 დღით სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, საღამოს, ძილის წინ.

ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

II კურსი - ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი, გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე კურსი ჩაიტაროთ.

III კურსი - 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი - დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.

მესამე კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.

IV კურსი - აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

V კურსი - პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.

მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia