მიწის თხილის გასაოცარი თვისებები ჯანმრთელობისთვის, რაზეც არავინ საუბრობს

801

მიწის თხილის გასაოცარი თვისებები ჯანმრთელობისთვის, რაზეც არავინ საუბრობს

მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:

  • ცილები – 26,4 გ
  • ცხიმები – 45,3 გ
  • ნახშირწყლები – 9,8 გ
  • ნაცარი – 2,7 გ
  • წყალი – 8 გ

მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.

არაქისის სასარგებლო თვისებები:

• არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ამას გარდა, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.

• არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.

არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

• არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.

• არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.

არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.

არაქისის ჭამა 30 წლის ზემოთ აუცილებელიც კია, რათა ადამიანმა აკონტროლოს ქოლესტერინის, ლიპიდების, სისხლის შემადგენელი ნაწილაკების დონე; ასევე, არტერიული წნევა, გულის რიტმი და სისხლის მიმოქცევა არტერიებში. მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმი ადვილად ებრძვის ანთების გამომწვევ მიზეზებს.

ყოველდღიურ რაციონში მიწის თხილის შეტანა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის, მავნე ცხიმების, სისხლში შაქრის შემცველობის, არტერიული წნევის მაჩვენებლების მკვეთრ დაქვეითებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia